კატეგორიები

ბრძოლა დრონების დახმარებით

ბრძოლა დრონების დახმარებით

ომში დრონებით ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია მტრის აღმოსაჩენად და გასანადგურებლად. უკრაინელი სამხედროები რუსების შეტევის შესაჩერებლად იმპროვიზირებულ საბრძოლო დრონებს იყენებენ.

„ასაფეთქებლად მინებს ვიყენებთ, თავად ვშლით და გარდავქმნით დრონებისთვის. ეს კუმულაციური ჭურვია, რომელიც აღწევს მსუბუქ ჯავშანში, როგორიცაა ბეტეერი. ქვეითების წინააღმდეგ ვიყენებთ ძველ F-1 ტიპის ხელყუმბარებს“, – ამბობს სამხედრო ზედმეტსახელადსუშისტი“.

უკრაინელი მებრძოლები დრონებს სხვადასხვა ტიპის ასაფეთქებელ მოწყობილობას თავად ამაგრებენ და ასე ცდილობენ, მტრის არმიის განადგურებას.

„თუ კი დრონი, რომელსაც ყუმბარის ჩამოსაგდებად ვიყენებთ ორ კვირაზე მეტ ხანს გადარჩა, ის უკვე ვეტერანია. ეს მშვენიერი შედეგია. არის მომენტები როცა დღეში სამ-ოთხ დრონს ვკარგავთ“,  – ამბობს “სუშისტი“.

დრონების საშუალებით უკრაინული არმია ასევე აკვირდება მტრისგან მიყენებულ ზიანსაც.

Related news
რუსულმა ძალებმა სლოვიანსკა და დნიპროზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ბრიანსკის რეგიონში მიკროელექტრონიკის ქარხანაზე მიიტანეს იერიში
სხვა ამბები