კორფუს საბერძნეთის ზურმუხტოვან კუნძულს უწოდებენ. მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით განთქმული კორფუ საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე მწვანე კუნძულია. ჰილარი პაიპეტი Corfu Trail-ის დამფუძნებელია. ეს არის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც მთელ კუნძულს გასდევს. ამ გზაზე თვალწარმტაცი პეიზაჟები და ძველებური სოფლები გხვდება.
“აქაური ადგილები ისევ ისე გამოიყურება, როგორც 30-40 წლის წინ,“ – ამბობს ჰილარი პაიპეტი, CORFU TRAIL-ის დამფუძნებელი. „საკურორტო ზონიდან მოშორებით თვალწარმტაცი , ხელუხლები ბუნებააა, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია. კორფუს სხვადასხვა მხარეს სრულიად განსხვავებული ბუნება დაგხვდებათ – კორფუს ბილიკი ყველას ერთმანეთთან აკავშირებს.’
გზას რომ გავუდექით და ისეთი განცდა დაგვეუფლა, თითქოს წარსულში ვმოგზაურობდით. სახედრიანი გლეხიც კი შეგვხვდა.
აქ ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო გაზაფხულია, როდესაც ყვავილები იფურჩქნება. ხოლო ვისაც ექსტრემალური სპორტის სახეობები უყვარს, კორფუს ბილიკი წლიურ გარბენასაც სთავაზობს.
კორფუზე 4 მილიონზე მეტი ზეთისხილის ხე დგას. სწორედ აქ გვხვდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მაღალი ზეთისხილის კორომები. ბევრი მათგანი სწორედ კორფუს ბილიკს ემიჯნება. „ევრონიუსი“ ესტუმრა დაფნისების ოჯახს, რომელიც უკვე საუკუნეზეა მეტია, ზეითუნის ზეთს აწარმოებს.
“ ჩვენ ამ ხეებთან ვმუშაობთ და მათ ისე ვუყურებთ, როგორც ცოცხალ ძეგლს,“- ამბობს სპიროს დაფნისი, THE GOVERNOR OLIVE OIL-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი. “ჩვენს საოჯახო ბიზნესსაც ვაგრძელებთ და თან წარმოების სრულ მოდელს ვავითარებთ. ჩვენ ორგანულ მეურნეობას მივსდევთ, ბუნებასა და გარემოს ვცემთ პატივს.“
ამ მეთოდის წყალობით, დაფნისების ზეითუნის ზეთმა ჯილდო მიიღო, როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტმა.
THE GOVERNOR OLIVE OIL-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი
“ჩვენი ზეითუნის ზეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცხარედ ითვლება,“ – განმარტავს სპიროსი. „რატომ? ზეითუნის გემო, განასკუთრებით მისი სიმწარე და სიცხარე უბრალოდ მის ხარისხზე კი არ მეტყველებს, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.“
ზაგორის მთები
ჩრდილოეთ საბერძნეთის ზაგორის მთებში თვალწარმტაცი ქვითკირით ნაგები სოფლები საბრეძნეთის ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული იდუმალებაა. სწორედ აქ მდებარეობს დიდებული ვიკოსის ხეობა – რომელიც მსოფლიოს ყველაზე ვიწრო კანიონია. აქ ჩამოდის მდინარე ვოიდ-ომატისი, რომელიც ევროპაში ყველაზე სუფთა მდინარედ ითვლება.
1950 წლამდე აქ გზა საერთოდ არ გადიოდა – მხოლოდ მრავალსაუკუნოვანი ხიდები და მოკირწყლული ბილიკები აკავშირებდა ქვითკირით ნაშენებ 46 სოფელს. ახლა აქაურობა ლაშქრობის მოყვარულებს უთვალავ ბილიკს სთავაზობს.
ლენა გეროთანასი და მისი ოჯახი მდგრადი აგროტურიზმის ბიზნესს მისდევს – ისინი ტურისტებს ზაგორის სოფლურ ცხოვრებას სთავაზობენ, რათა მათ კარგად შეიგრძნონ მიწა.
“სტუმრებს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესის გაზიარებას ვთავაზობთ, იქნება ეს შინაური ცხოველების მოვლა, სამზარეულოში ფუსფუსი თუ ტრადიციული რეცეპტებისა და ქსოვის სწავლება. იმათაც უხარიათ და ჩვენც, საქმის ერთად კეთება,“ – ამბობს ლენა გეროთანასი, ფერმა და სასტუმრო ROKKA-ს დამფუძნებელი.
ავტორი: ნაომი ლოიდი