შვეიცარია საოცარი ლანდშაფტითა და ისტორიული ქალაქებით ცნობილი ქვეყანაა. გადაცემა „დიდი მოგზაურის“ ახალ ეპიზოდში მისი წამყვანი ლილი დაუსი ევროპის ამ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქვეყანას ესტუმრა.
ევროპის შუაგულში მდებარე შვეიცარია წელიწადში მილიონობით ტურისტს მასპინძლობს. ამ ქვეყნის 60 პროცენტი ალპებს უჭირავს, გარდა ამისა შვეიცაიაში 1500-ზე მეტი ტბაა.
ლილი დაუსმა მოგზაურობა ციურიხშიდან დაიწყო, რომელიც შვეიცარიის ყველაზე დიდი ქალაქია და რომელიც ცნობილია თავისი ძველი ქალაქითა და მშვენიერი ტბით. პირველი გაჩერება Polybahn იყო, ისტორიული ფუნიკულიორი, რომელსაც უკვე საუკუნეზე მეტია მგზავრები მთის ფერდობზე აჰყავს. მთის წვეროდან ციურიხის ისტორიული ძველი ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო ხედი იშლება. იქცვე ახლოს არის ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტური, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ამ ცენტრში ერთ დროს ალბერტ აინშტაინიც სწავლობდა. ციურიხში 1200-ზე მეტი ფანტანი და პარკია. მათ შორის ერთ-ერთია “ცაცახვების ეზო” (Lindenhof Tree Court), ისტორიული სახალხო მოედანი, რომელსაც ქალაქის დაბადების ადგილად მიიჩნევენ.
ციურიხის სახელი უკავშირდება შვეიცარიულ ცნობილ შოკოლადსაც. შვეიცარიული შოკოლადის მუზეუმში ლილიმ ყველაზე დიდი შოკოლადის ფანტანი ნახა და შოკოლადის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნო.
ქალაქის ფეხით მოვლის შემდეგ, ლილიმ ლუცერნის ტბაზე კატამარანით გაისეირნა და ბიურგენშტოკის ისტორიულ კურორტსაც ესტუმრა. ეს კურორტი, რომელიც ახლა კატარის საკუთრებაშია, ტბიდან 500 მეტრის სიმაღლეზე მდებაროებს და იქ 150 წლის ფუნიკულიორით ადიან.
ლუცერნის ტბის ფართობი 100 კვადრატურლ კილომეტრს აღემატება და ტბას ირგვლივ ტები აკრავს. აქ ლილიმ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ბილიკი დალაშქრა, რომელიც ცნობილია საოცარი ხედებით.
შვეიცარია მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და საოცარი ლანდშაფტით არის ცნობილი. ეს ქვეყანა ციურიხის ძველი ქალაქით, თავისი მთებითა და ტბებით კულტურისა და ალპური ფუფუნების შესანიშნავ ნაზავს სთავაზობს მნახველს.
ავტორი: ლილი დაუსი
