კატეგორიები

მოგზაურობა ჩანაქკალეში - ტროას ნანგრევები და ბოზჯაადას ვენახები, რომლებიც ათასწლეულებს ითვლიან

მოგზაურობა ჩანაქკალეში - ტროას ნანგრევები და ბოზჯაადას ვენახები, რომლებიც ათასწლეულებს ითვლიან
ჩანაქკალეს ისტორია, რომელიც ათასწლეულებს ითვლის, მოიცავს როგორც იდუმალ ტროას, ისე მევენახეობის საუკუნოვან ტრადიციას.

 ჩანაქკალეს მეხსიერება ტროადან იწყება, სადაც ათი ქალაქი ერთმანეთის თავზეა შენდებოდა  4 ათასი წლის განმავლობაში.

არქეოლოგი ენეს კანი,  

„ეს ადგილი ზუსტად აზიასა და ევროპას  შორის მდებარეობს, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ აქ ხვდება ერთმანეთს აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურა“, - ამბობს არქეოლოგი ენეს კანი.

ძეგლიდან სულ რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით მდებარე „ტროის მუზეუმში“  - უაღრესად თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობაში ამ რეგიონის უძველესი საგანძურის ნაწილია დაცული. მუზეუმის დარბაზებში არტეფაქტები ისეა განთავსებული, რომ ტროასა და ტროას რეგიონის შემოგარენის ისტორიის ქრონოლოგია იყოს დაცული, ყველაზე ადრეული დასახლებებით დაწყებული  იმ კულტურით დამთავრებული, რომელიც აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა.

„როდესაც მნახველები პირველი სართულიდან ზედა სართულებზე ადიან, ისინი თითქოს ტროის არქეოლოგიურ ფენებს მიუყვებიან ადრეული ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული დღემდე,“ - განმარტავს სინემ დუჟგორენი, ტროის მუზუემის დირექტორი.

ტროადან ბორნით დაახლოებით ერთი საათის სავალზე მდებარე კუნძულ ბოზჯაადას საკუთარი ანტიკური ტრადიცია აქვს: მეღვინეობა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლის წინანდელი ნეკროპოლისის გათხრების დროს ბოზჯაადაში აღმოჩენილია ღვინის ჭურჭელი.

„მეღვინეობა ბოზჯაადაში უძველესი ხანიდან მოდის,“ - ამბობს მეღვინე ოსმან მეჰმეთ ტალაი.

მრავალი უცხოური ჯიშის ყურძნის გარდა კუნძულზე ენდემური ჯიშებიც მოდის - თეთრი ყურძენი ჩავუში და ვასილაკი და წითელი ყურძენი - კუნტრა. სწორედ ამ კუნძულისთვის დამახასიათებელი ჯიშებისგან მიღებული ღვინო არის მტკიცებულება იმისა, რომ ისტორიას შეიძლება გემოც გაუსინჯო.

ავტორი: ჩინცია რიცი  

დაკავშირებული ამბები
მოგზაურობა ჩანაქკალეში - ტროას ნანგრევები და ბოზჯაადას ვენახები, რომლებიც ათასწლეულებს ითვლიან მოგზაურობა შვეიცარიაში