მთავარიევროპაუკრაინა„ბახმუტის მიმართულებით უკიდურესად რთული ვითარებაა“ - ზელენსკი

„ბახმუტის მიმართულებით უკიდურესად რთული ვითარებაა“ – ზელენსკი

რუსული მხარე აცხადებს, რომ ქალაქ ბახმუტთან ნელი ტემპით, თუმცა მაინც წინ მიიწევენ. ერთი რამ ცხადია, თავიანთი უწყვეტი თავდასხმებით ისინი  დიდ ზიანს აყენებენ როგორც ამ ადგილებს, ისე უკრაინის აღმოსავლეთის სხვა პოზიციებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბახმუტს აუღებელი ციხესიმაგრე უწოდა, თუმცა მეზობელი დასახლებიდან, ჩასივ-იარიდან, მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა უკვე დაიწყო. მათთვის, ვისაც წასვლა სურს, სპეციალური ტრანსპორტია ორგანიზებული.

ჩასივ-იარის მცხოვრები ლუბოვი ამბობს, რომ ყველაფერს ბომბავენ. ამიტომ გადაწყვიტა, გასცლოდა აქაურობას და შვილიშვილთან წასულიყო.  ის ლვივში ცხოვრობს. ლუბოვს იმედი აქვს, რომ უკრაინელი სამხედროები იბრძოლებენ მათთვის, დაამარცხებენ რუსებს და დაბრუნდება თავის ქალაქში.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გუშინ, 15 თებერვალს, კიევს ეწვია და უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა. თუმცა დასძინა, რომ მომავალში გაწეული სამხედრო დახმარება შვედეთის თავდაცვის საჭიროებების მიხედვით უნდა განისაზღვროს. ამავდროულად, პრეზიდენტი ზელენსკი აღიარებს, რომ ბახმუტის მიმართულებით უკიდურესად რთული ვითარებაა.

დონეცკის რეგიონში, ქალაქ პოკროვსკში, რუსეთის მიერ ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილ სარაკეტო იერიშს 3 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend