მთავარიევროპაუკრაინა„საკმარისი არაა 5, 10 თუ 15 ტანკი და გაცილებით მეტია საჭირო“ -...

„საკმარისი არაა 5, 10 თუ 15 ტანკი და გაცილებით მეტია საჭირო“ – ზელენსკი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შესაძლოა აბრამსის M1 ტიპის ტანკები გადასცეს, თუმცა ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ არც პენტაგონში და არც თეთრ სახლში. სავარაუდოდ, განცხადებას ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით ამერიკაში 25 იანვარს გააკეთებენ.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გერმანიის მიერ პოლონეთისთვის გაცემული ნებართვა უკრაინისთვის გერმანული „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების გადაცემის თაობაზე.

ამავდროულად, პრეზიდენტი ზელენსკი უფრო მეტი სამხედრო დახარების აუცილებლობაზე საუბრობს.

„საკმარისი არაა 5, 10 თუ 15 ტანკი და გაცილებით მეტია საჭირო. ყოველდღიურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დეფიციტი შეივსოს. მადლობა ყველას ვინც ამაში  გვეხმარება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიები გადაწყვეტილებებით სრულდებოდეს, იმ  გადაწყვეტილებებით, რომლებიც გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას ტერორისტების წინააღმდეგ”, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

კიევში ბრძოლების ინტენსივობის გაზრდას ელიან და აცხადებენ, რომ დასავლეთის მიერ გამოგზავნილი ტანკები მათ უსაფრთხოებას კიდევ უფრო გააძლიერებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend