ლონდონში მოძრავი მანქანიდან სროლის შედეგად, ორი ბავშვი და ოთხი ქალი დაიჭრა. პოლიცია საზოგადოებას დახმარებას სთხოვს თავდამსხელების ამოცნობაში.
პოლიციის ვარაუდით, შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთი ტაძრის გარეთ მოძრავი მანქანიდან თოფი ისროლეს.
შვიდი წლის გოგონა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით ამ დრომდე საავდმყოფოში რჩება, ხოლო მეორე დაშავებული მოზარდი- 12 წლის გოგო- ფეხშია დაჭრილი.