მთავარიგადაცემებიSoul of The Southჯექსონი - ქალაქი, რომელშიც სამოქალაქო უფლებების დამცველთა მოძრაობის ისტორია შეიქმნა

ჯექსონი – ქალაქი, რომელშიც სამოქალაქო უფლებების დამცველთა მოძრაობის ისტორია შეიქმნა

მისისიპის შტატში ქალაქ  ჯექსონს თუ ეწვევი, პირველი რასაც მიხვდები ისაა, რომ ამ ქალაქში ძალიან ეამაყებათ ის განსაკუთრებული როლი, რომელიც ჯექსონმა სამოქალაქო იფლებების დაცვის მოძრაობაში შეასრულა.

“ამ ადგილს მართლა აქვს ძალა,“- ამბობს რობერტ ლაკეტი, ჯექსონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი და   კოალიცია COFO-ს (ფედერაციული ორგანიზაციების საბჭო) სამოქალაქო უფლებათა საგანმანათლებლო  ცენტრის დირექტორი. „თუ მოხვალ სამოქალაქო უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრში, მოხვდები ოთახში, რომელშიც  მარტინ ლუთერ კინგი და მისი გუნდი 1964 წელს იკრიბებოდნენ და ეს აქ გამოფენილ ფოტოებზეა აღბეჭდილი. მისისიპსა და ჯექსონში გამეფებული ატმოსფერო დამუხტულია ამ ისტორიით და ამას გრძნობ, როდესაც ამ ადგილებს მოინახულებ“.

ჯექსონი წამყვანი იყო ე.წ.   „თავისუფლების მგზავრების“  სახელით ცნობილი საპროტესტო მოძრაობის თვალსაზრისით, რომელიც 1961 წელს გააქტიურდა. ამ აქციის მონაწილეები ავტობუსით მგზარობის დროს დაწესებულ სეგრეგაციას აპროტესტებდნენ.  ეს უშიშარი უფლებამდამცველები ფაქტობრივად საკუთარ სიცოცხლეს აგდებდბებ სასწორზე, როდესაც ა ამერიკის სამხრეთში  გრეიჰაუნდის ავტობუსით მგზავრობა გაბედეს. 329 პროტესტუის მონაწილე ჯექსონში დაპაატიმრეს.

რობერტ ლაკეტი:

„მისისიპი და კექსონი სავსეა ისტორიით…თუ რამის ფუნდამენტურად შეცვლა გინდოდა, პირველ რიგში, ადგილობრივები უნდა გაგეძლიერებინა. ამ ამბებზე ყველაფერს კი აქ ჯექსონში გაიგებ. აქ შეგიძლია ეწვიო იმ ადგილებს, სადაც ისტორიას მკაფიოდ შეიგრძნობ“.

ჯექსონი – ადამიანის უფლებების დაცველი გმირების სამშობლო

ჯექსონში სამოქალაქო უფლებათა დაცვის მოძრაობის კვალს თუ გაჰყვები, ამ ქალაქში უმარავ ისტორიულ ამბავს გაიგებ, მათ შორის მედგარ ევერსის ეროვნულ სახლ-მუზეუმშიც. ევერსმა სახელი იმით გაითქვა, რომ ჯიმ კროუს კანონების წინააღმდეგ იბრძოდა, რომლებიც ამერიკის სამხრეთ შტატებში აფრო-ამერიკლების ჩაგვრას აკანონებდა. იგი იბრძოდა ერთიანი საგანმანათლებლო სისტემისთვის და ხმა აიმაღლა მოზარდი ბიჭის ემეტ ტილის ველური მკვლელობის წინააღმდეგ. ამ ბრძოლას მედგარის სიცოცხლე შეეწირა – იგი საკუთარი სახლის წინ მოკლეს.

„მედგარ ევერსი ინტროვერტი  და  მსახური ლიდერის ტიპაჟი გახლდათ. ყოველთვის ცდილობდა, ვინმეს რამით დახმარებოდა,“ – ამბობს კინა გრემი, მედგარ და მირლი ევერსების ეროვნული სახლ-მუზეუმის ზედამხედველი. „მას ჰქონდა ნიჭი, რომ ყველა ერთ მაგიდასთან ერთი მისიის ირგვლივ შეეკრიბა და  ეს მისია იყო სიმართლე, სამართლიანობა და თანასწორობა ყველასთვის. ჩვენ გვსურს, რომ ხალხი მხოლოდ მისი სიკვდილით კი არ დავაფიქროთ, არამედ მისი სიცოცხლე ვაქციოთ შთაგონების წყაროდ, რომელიც მოქმედების სურვილს გააჩენს“.

სამოქალაქო უფლებათა დაცვის მოძრაობის მემკვიდრეობა ჯექსონში

მართალია სამოქალაქო უფლებათა დაცვის მოძრაობა მჭიდროდ უკავშირდება ჯექსონის მსგავს ადგილებს, მაგრამ ის ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის ნაწილია და მთელ მსოფლიოს მისცა თანასწორობისთვის ბრძოლის მაგალითი.

აქაური ბრძოლის ამბავს მოგვითხრობს ადგილი, რომელშიც განთავსებულია ორი მუზეუმი: მისისიპის სამოქალაქო უფლებათა  მუზეუმი და მისისიპის ისტორიის მუზეუმი.

მაიკლ მორისი, საზოგადოებრივი ჩართულობის განყოფილების დირექტორი:

“ აქაურობა ყვება შეერთებული შტატების ისტორიას. ადამიანთა უფლებების მუზეუმი ჩვეულებრივ ხალხზე მოგვითხრობს. ჩემი აზრით, როგორც სამოქალაქო უფლებათა დაცვის მოძრაობის, ისე ამ მუზეუმების მიერ დატოვებული მემკვიდრეობის მამოძრავებელი ძალა ის არის, რომ ის განადიდებს იმ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანობისთვის იბრძოდნენ. ჩემი აზრით, სწორედ ამას მიხვდება ყველა, ვინც აქ მოვა. მისისიპის მოძრაობამ მხოლოდ მისისიპი და ამერიკელი ერი კი არ შეცვალა, არამედ მთელი მსოფლიო“.

ავტორი: ტიმ გალაგერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend