კატეგორიები

ბელგიაში შეიარაღებული პირი ორ პოლიციელს თავს დაესხა

ბელგიაში შეიარაღებული პირი ორ პოლიციელს თავს დაესხა

ბრიუსელში დანით შეიარაღებული პირი 2 პოლიციელს დაესხა თავს, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა, მეორე კი – დაიჭრა.

ბელგიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი ტერორისტულ ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული.

პოლიციელების დასახმარებლად მოვიდნენ სამართალდამცველებიც. შეტაკების დროს დაიჭრა თავდამსხმელი. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი არაბულად ლაპარაკობდა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ და კანონმდებლებმა მიუსამძიმრეს გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

მიმდინარე კვირას უკვე მეორეჯერ დაესხნენ თავს პოლიციელებს. ორშაბათს პოლიციამ დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში  ცეცხლი გაუხსნა დანით შეიარაღებულ  თავდამსხმელს.  გავრცელებული ინფორმაციით, იგი ნასვამი იყო და არღვევდა  საზოგადოებრივ წესრიგს.  მისი მდგომარეობა ამჟამად კრიტიკულია.

დაკავშირებული ამბები
ბელგიელმა ფიზიკოსმა, ფრენსის ჰალზენმა, ნობელის პრემია ანტარქტიდის ყინულის ტელესკოპად გარდაქმნისთვის მიიღო ბელგიაში აშშ-ის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სხვა ამბები