მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარიანდრეი შევჩენკო - „ჩემი გზავნილი ყოველთვის ერთი იყო: Sláva Ukrayíni! “

ანდრეი შევჩენკო – „ჩემი გზავნილი ყოველთვის ერთი იყო: Sláva Ukrayíni! “

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან თითქმის ექვის თვე გავიდა. ამ თავდასხმამ ევროპას ყოველმხრივ დაასვა თავსი დაღი იქნება ეს საყოფაცხოვრებო ხარჯისა თუ ენერგორესურსების ფასის ზრდა. ეს გავლენა სპორტსაც შეეხო. სპორტის მესვეურები როგორც წესი თავს შორს იჭერენ პოლიტიკისგან, თუმცა მიმდინარე ომმა წერტილი დაუსვა სპორტული სამყაროს ნეიტრალიტეტს. მრავალმა სპორტულმა გუნდმა და საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციამ –  მათ შორის ოლიმპიურმა კომიტეტმა, უეფამ და ფიფამ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს და რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს მრავალი შეზღუდვა თუ აკრძალვა დაუწესეს.

უკრაინელი ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო სულ ახლახან იტალიის საფხებურთო კლუბ „ჯენოას“ მწვრთნელი იყო. როგორც საფეხბურთო კლუბ „მილანის“  თავდამსხმელმა შევჩენკომ 175 გოლი გაიტანა და მესამე უკრაინელი გახდა, რომელმაც 2004 წელს ოქროს ბურთის მფლობელის სატუსი მოიპოვა.

შევჩენკო ოთხი შვილის მამაა და მისთვის პოლტიკა სულაც არ არის უცხო. 2012 წელს მან განაცხადა, რომ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას, თუმცა შევჩენკოს პარტიამ ვერცერთი საპარლამენტო მანდატი ვერ მიიღო.

დღეს 45 წლის სპორტსმენი თავის  პოპულარობას იმისთვის იყენებს, რომ ომით განადგურებული სამშობლოს დასახმარებლად ფინანსები შაგროვოს, ძირითადად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით  უკრაინის დასახმარებლად შექმნილი საქველმოქმედო ფონდის  UNITED24-ის ფარგლებში. რომ გააგებინოს მთელ მსოფლიოს,  თუ როგორ იბრძვის მისი მშობელი უკრაინელი ხალხი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ანდრეი შევჩენკო „ევრონიუსის“ საერთაშორიოს ამბების კორესპონდენტ ანელის ბორჯესს ესაუბრა.

ანელის ბორჯესი:

თქვენ წარმატებისა და გამარჯვების სამყაროდან ხართ, ფურორი მოახდინეთ მსოფლიო ფეხბურთში… დღეს  კი აქ უნდა ისაუბროთ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე ნგრევასა და განადგურებაზე… ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით? რომ თქვენს ქვეყანას ეს დაემართებოდა?

ანდრეი შევჩენკო:

„დიახ, ეს რთული დასაჯერებელია. მართალია, რომ ეს ყველაფერი 2014 წელს დაიწყო, ჯერ ყირიმის ანექსია მოხდა, ომი დონეცკში იყო კონფლიქტის პირველი ნაწილი. ახლაც მახსოვს, ასე ორი კვირით ადრე ჩემს ოჯახს, ჩემს დას, დედაჩემს ძალიან ბევრს ველაპარაკებოდი,  განვიხილავდით, როგორ მოვქცეულიყავით.  მაგრამ ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მოხდებოდა, ჩემი ოჯახიც თვლიდა, რომ შეუძლებელი იყო ეს მომხდარიყო. ვხედავდით, როგორ გაჰყავდათ კიევიდან, უკრაინიდან ელჩები ამერიკის შერთებული შტატების, იტალიის, ევროპის ქვეყნების საელჩოებს. მაშინ მართლა შევშფოდით. როდესაც 24-ში დილას ომი დაიწყო, დედამ დამირეკა. როგორც კი ვნახე, დედა მირეკავდა, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც მართლა მოხდა. ტელეფონი ავიღე და დედაჩემის ხმა გავიგონე. დედა ტიროდა და მითხრა, რომ ომი დაიწყო. ეს იყო … ყველაზე რთული დრო ჩემს ცხოვრებაში. ამის შემდეგ ჩვენთვის ყველაფერი შეიცვალა. ძალიან მიჭირს ამის დაჯერება… სპორტი რეალურად არასოდეს ეხებოდა პოლიტიკას ან ომს, კონფლიქტებისგან შორს იდგა. იმიტომ, რომ სპორტს განსხვავებული გზავნილი აქვს ხალხისთვის, სპორტი ხალხს აკავშირებს, აერთიანებს… იქ აგრესიის ადგილი არ არის, კეთილსინდისიერი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია.“

ანელის ბორჯესი:

ამ ომმა სპორტსაც დაასვა თავისი დაღი. მართლაც უჩვეულო იყო მისი რეაქცია. ჩვენ ვნახეთ, როგორ აუკრძალეს რუსულ გუნდებსა და სპროტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობა – ან მხოლოდ მკაცრი ნეიტრალიტეტის წესების დაცვის პირობით მისცეს თამაშის ნება. ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში აიძულა სპორტი, რომელიმე მხარეს დამდგარიყო, უფრო პოლიტიკური ყოფილიყო. ეთანხმებით ამას? თქვენი აზრით, ეს მნიშვნელოვანია ახლა?

ანდრეი შევჩენკო:

„რა თქმა უნდა. როგორც უკვე ვთქვი, სპორტი ძალიან მძლავრი გზავნილია განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ერთად ვდგავართ აგრესიის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, ფიფამ და უეფამ ძალიან მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ არცერთი რუსული გუნდი არ დაუშვან ბევრ შეჯიბრებაზე, რუსული კლუბებს კი საერთოდ არ მისცენ  რომელიმე შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება. ეს არის მათი გზავნილი და მე სრულიად ვეთანხმები.

ანელის ბორჯესი:

ბევრი აკრიტიკებდა რუს სპორტსმენებს, რომ არ გამოვიდნენ საჯაროდ და არ აიმაღლეს ხმა ომის წინააღმდეგ. ამაზე რას იტყვით? თქვენი აზრით, უფრო მეტი რუსი სპორტსმენი უნდა აწარმოებდეს კამპანიას დაპყრობის წინააღმდეგ?

ანდრეი შევჩენკო:

„მე არავის განვსჯი. ყველა განვსხვავდებით ერთმანეთისგან. მაგრამ, ჩემი აზრით, თუ ძლიერი ხარ, თუ გინდა ისე იცხოვრო, რომ საკუთარ თავთან მართალი იყო, უნდა გამოთქვა შენი აზრი. ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ხმა ავიმაღლოთ, ყოველთვის ერთად უნდა ვიდგეთ ამ აგრესიის წინააღმდეგ.“

ანელის ბორჯესი:

ჩვენ ვნახეთ, რა არნახული მხარდაჭერა აღმოუჩინეს მილიონობით ლტოლვილს, რომელთაგან ბევრს უკრაინის დატოვება მოუწია. ევროპაში ამ ხალხის დახმარებისა და მათი მასპინძლობის საოცარი სურვილი გაჩნდა. ეს საკმაოდ განსხვავდება იმ ადამიანებისადმი დამოკიდებულებისაგან, რომლებიც სხვა კრიზისული ქვეყნებიდან მოდიან, მაგალითად, სირიიდან ან ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერი ქვეყნიდან. თქვენ გრძნობთ ამას?  ეს შეამჩნიეთ?

 ანდრეი შევჩენკო:

„გულწრფელად რომ გითხრათ, მგონია, რომ როდესაც პირადად გეხება რამე, მაშინ უკეთ გრძნობ, რაშია საქმე. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო გზა ის არის, რომ უფრო მეტად ვიღელვოთ ამ კონფლიქტსა და შექმნილ მდგომარეობაზე. მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი. იცით, მე ვთვლი, რომ მომავალში ერთად უნდა დავდგეთ და დაუყოვნებლივ გავცეთ პასუხი ამ აგრესიას და ზოგადად აგრესიას მთელ მსოფლიოში.

ანელის ბორჯესი:

რას ეტყოდით უკრანელებს, რომელთაგან ზოგი თქვენნაირი სპროტსმენია და რომლებმაც ყველაფერი მიატოვეს, უარი თქვეს თავიანთი ცხოვრების ძველ წესზე და ახლა რუსეთის წინააღმდეგ იარაღით იბრძვიან? რას ეტყოდით მსოფლიოს სხვა ხალხებს, რომლებმაც კარგად იციან თქვენი გამარჯვებების, თქვენი შესანიშნავი კარიერის ამბავი, იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ახსოვდეთ უკრაინა და თვალი გასუწორონ კონფლიქტს?

ანდრეი შევჩენკო:

„ჩემი გზავნილი  მსოფლიოსთვის ის არის, რომ უკვე მეექვსე თვეა რაც ომი დაიწყო. მართალია ომის შესახებ ინფორმაცია ტალღას ჰგავს – ხან წინ მოდის და ხან უკან იხევს. მაგრამ ჩემი გზავნილი იქნება ის, რომ ომი გრძელდება, ვითარება კრიტიკულია.  ხალხი ყოველდღე კარგავს იმედს, საკუთარ სახლს, სიცოცხლეს. მათ ძალიან დიდი დახმარება სჭირდებათ. ნუ იქნებით ინერტული. ვიცი, მრავალი თქვენგანი უკვე ძალიან დაეხმარა მათ. ამიტომ მსურს, ყველას მადლობა გადავუხადო. მაგრამ ისიც ვიცი, რომ უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება. ამიტომ გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილი. გთხოვთ ჩემი ხალხის გამო, ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდექით. მალე უკრაინაში ვაპირებ წასვლას და ჩემი გზავნილი ყოველთვის ერთი იყო: “Sláva Ukrayíni! “

ავტორი: ანელის ბორჯესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend