მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარიევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი: „ევროპის კოსმოსური ამბიცია სწორ გზაზე დგას“

ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი: „ევროპის კოსმოსური ამბიცია სწორ გზაზე დგას“

2024 წელი ევროპის კოსმოსური სააგენტოს პოლიტიკისთვის საკვანძო წლად ითვლება. ევროპის კოსმოსური სააგენტო ახალი თაობის კოსმოსურ ხომალდებს უშვებს, რათა გამძაფრებულ საერთაშორისო კონკურენციაში თავი დაიმკვიდროს.  თუ სად დგას ევროპა კოსმოსის ათვისებაზე გამართულ საერთაშორისო მარათონში, ამ საკითხის დეტალებზე ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი ჯოზეფ აშბახერი “ევრონიუსის“ კორეპსონდეტ გრეაგუარ ლორის  ესაუბრა.

გრეგუარ ლორი, „ევრონიუსი“:  ევროპულმა კოსმოსურმა რაკეტამ Vega ახალი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. ივლისში  Ariane 6-ი წარმატებით განთავსდა კოსმოსში. შეიძლება ითქვას, რომ კოსმოსური რაკეტების კრიზისი დასრულდა?

ჯოზეფ  აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი:  „დიახ. ჩვენ უკვე ვიპოვეთ გზა, რომელიც კოსმოსური რაკეტების კრიზისიდან გამოგვიყვანს. თუმცა მსურს, შევეხო ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ გაშვებულ თანამგზავრებს. უკვე წარმატებით გავიყვანეთ ორბიტაზე „არიანე 6“, რაც პატარა ამბავი არ არის, რადგან ორბიტაზე სატელიტის გაყვანა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს ფუნდამენტური საკითხია. ნამდვილად დიდი ნაბიჯი გადადგა ევროპამ წინ, ეს ევროპის ძალიან დიდი წარმატებაა. სულ ახლახან ჩვენ ასევე გავუშვით Sentinel-2C, რომელიც კოსმოსურმა რაკეტამ Vega გაიტანა თავის ბოლო გასვლაზე.   Vega იყო ევროპის კოსმოსური სააგენტოს რაკეტა უფრო მცირე სეგმენტში, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის წინ განვავითარეთ. ჩემი აზრით, ევროპას შეუძლია იამაყოს და ძალიან ბედნიერი იყოს კოსმოსში ჩვენი წარმატებული გასვლების უწყვეტი სერიის გამო.

გრეგუარ ლორი, „ევრონიუსი“:  შეიძლება ითქვას, რომ ევროპა კოსმოსში დაბრუნდა?

ჯოზეფ  აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი:  „ევროპა ნამდვილად დაბრუნდა კოსმოსში. ჩვენ მცირე, დაახლოებით ერთწლიანი კრიზისი გვქონდა კოსმოსურ რაკეტებთან დაკავშირებით, არ გვქონდა საკუთარი სარაკეტო პოტენციალი, მაგრამ Ariane 6 უკვე ადგილზეა,  Vega-მ წარმატებით გაიტანა ორბიტაზე  Sentinel-2C , ხოლო  Vega-C  მწყობრში ჩადგება წლის ბოლოს. ასე რომ, 2024 წელი ნამდვილად არის ევროპის კოსმოსური რაკეტების კრიზისიდან გამოსვლის წელი. თუმცა, ნება მომეცით, ეს კონტექსტი დავაზუსტო, რადგან ზოგჯერ გვესმის უარყოფითი ინფორმაცია, რომ ევროპა კოსმოსური რაკეტების კრიზისშია. დიახ, ეს ყველაფერი სიმართლე იყო, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატებიც, მისი აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო ე.წ. NASA ათი წლის განმავლოაბში რუსეთს ეყრდნობოდა, რათა ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე აეყვანა. რა თქმა უნდა, ახლა მათ Space X-ი და Crew Dragon-ი აქვთ, რომლებმაც შეცვალეს ეს სურათი და ახლა ამერიკას ასტრონავტების გაშვების საკუთარი პოტენციალი აქვს. თუმცა კოსმოსში წარუმატებელი გასვლის გრძელი სერია, იმას  არ ვამბობ, რომ ნორმალურია, მაგრამ არც ძალიან უჩვეულო არ არის.  მაგრამ,  ახლა ბედნიერი ვარ, რადგან ამ კრიზისიდან მტკიცე ნაბიჯით გამოვდივართ“.

გრეგუარ ლორი, „ევრონიუსი“:  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ევროპამ უკან დაიბრუნა გარკვეული ავტონომია კოსმოსურ სტრატეგიასთან დაკავშირებით?

ჯოზეფ  აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი:  „აბსოლუტურად.  ევროპა ნამდვილად ძლიერია მთელი რიგი მიმართულებების მხრივ, თუმცა მე ყოველთვის ვადარებ ევროპას ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც კოსმოსის ამთვისებელ კიდევ ერთ წამყვან ქვეყანას, რადგან, რასაკვირველია, ჩინეთიც ასეთი ქვეყანაა, მაგრამ ჩინეთთან დაკავშირებით არ გვაქვს ფინანსური მონაცემები, არ ვიცით, თუ რამდენი ინვესტიცია იდება ამ კუთხით. მაგრამ თუ ევროპას ამერიკას შეადარებ, კოსმოსის მიმართულებით, ამერიკა ექვსჯერ მეტს დებს. კოსმოსის სექტორში ჩადებული გლობალური საჯარო ინვესტიციების დღევანდელი მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წელს ამ სექტორში დაახლოებით 108 მილიარდი ევროა დაბანდებული, აქედან 64 პროცენტი ამერიკაზე მოდის და 11 პროცენტი –  ევროპაზე.  როგორც ხედავთ,  ექვსჯერ ნაკლებია ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში გაცილებით ნაკლები ინვესტიცია იდება კოსმოსის ათვისებაში, ვიდრე ამერიკაში NASA-სა და ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური ძალების (Space Force) მეშვეობით, ევროპა მაინც კარგი ტემპით მიდის. ჩვენი ზოგიერთი პროგრამა მსოფლიოს საუკეთესო პროგრამებში შედის. მაგალითად,  Copernicus-ს მოვიყვან, რომელსაც 25 წელზე მეტი ხანი ვქმნიდით. იგი დედამიწაზე დაკვირვების მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოსმოსური პროგრამაა. ჩვენ 300 ტერა ბიტის მოცულობის მონაცემებს ვაწვდით მთელ მსოფლიოში თითოეულ მოქალაქეს სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის დარგში, ასევე სახანძრო ბრიგადებს, სამოქალაქო დაცვას, გემებსა და კიდევ უამრავ სხვა დისციპლინას, რადგან  ჩვენს მონაცემებს მთელ მსოფლიოში იყენებენ ეკონომიკისთვის. ასე რომ, ეს, მართლაც, არაჩვეულებრივი ახალი პროგრამაა. კიდევ ერთი წამყვანი პროგრამა, რომელსაც ევროპა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქმნიდა, არის  Galileo. იგი დღეს ყველაზე ზუსტ სანავიგაციო სიგნალს აწვდის მთელ მსოფლიოს, გაცილებით ზუსტს, ვიდრე GPS-ი, სხვათა შორის. რა თქმა უნდა,  ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს სხვა პროგრამების მიმართულებით, სადაც უნდა დავეწიოთ სხვებს, მაგალითად, კოსმოსური რაკეტების თვალსაზრისით. ყოველთვის ცდილობ, გაუთანაბრდე Space X-ი და Falcon 9, და ამ თვალსაზრისით კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. მაგრამ ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენც ამერიკის გზით წავიდეთ და კოსმოსური რაკეტის მომსახურება კერძო კომპანიისგან ვიყიდოთ, როგორც  NASA ან ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური ძალები ყიდულობენ რაკეტებს Space X-დან.“

გრეგუარ ლორი, „ევრონიუსი“:  თქვენ განაცხადეთ, რომ ევროპა ძალიან კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ევროპული კომპანია ან ორგანიზაცია უცხოური „სფეის იქსის“ SpaceX მსგავსი კომპანიების იმედად არის. როგორია თქვენი რეაქცია, როდესაც ხედავთ, რომ ევროპელები ამერიკისკენ  იხრებიან?

ჯოზეფ  აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი:  „რასაკვირველია, ჩვენ უნდა შევქმნათ საკუთარი ბაზა. როგორც უკვე აღვნიშნე, გაცილებით ნაკლებ ინვესტიციას ვდებთ ამერიკასთან შედარებით. კიდევ ერთ მაჩვენებლს მოვიყვან. თუ  კოსმოსში ჩადებულ საჯარო ინვესტიციებს ერთ სულ მოსახლეზე გადავიანგარიშებთ,   ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს რიცხვი ერთ სულ მოსახლეზე 220 ევრო გამოვა, ევროპაში კი – 20. სხვაობა თითქმის 10-ჯერ მეტია, მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპის მოსახლეობა უფრო მეტია ევროპის კოსმოსური სააგენტოს წევრი სახელმწიფოების ჩათვლით. ასე რომ, ნამდვილად უნდა დავეწიოთ, რადგან სამომავლოდ კოსმოსის სტრატეგიული მნიშვნელობა ძალიან დიდია საზოგადოებისთვის ნებისმიერი მიმართულებით. უკვე აღვნიშნე რამდენიმე სფერო, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა თუ სამოქალაქო დაცვა, მაგრამ უსაფრთხოება თანდათან სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მოდი, შევეხოთ უსაფრთხოებასაც. ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო ინვესტიციების 65 პროცენტი თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე მოდის. ევროპაში კი ეს რიცხვი მხოლოდ 12 პროცენტია. ასე რომ, თავდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც დაბალი პროპორცია გვაქვს, თანაც გაცილებით ნაკლებ ბიუჯეტთან მიმართებით. ამიტომ აშკარაა, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში განხორციელებული ინვესტიციების თვალსაზრისით, ამერიკისა და ევროპის შედარებაც კი არ შეიძლება. ასე რომ, ინვესტიციების კუთხით მეტს ველოდები, თუმცა აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მისაღები, რაც ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ არსებობს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით ინვესტიციები გაიზრდება.“

გრეგუარ ლორი, „ევრონიუსი“:  კოსმოსური რაკეტების კრიზისის გამო ევროპა ჩამორჩა  კოსმოსურ პროგრამებს და რამდენად შესაძლებელია დაწევა?

ჯოზეფ  აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი:  „დაწევა შეგვიძლია. მე უკვე მოვიყვანე Copernicus-ისა და Galileo-ს მაგალითები. ეს პროგრამები ევროპამ  დაახლოებით 20 წლით გვიან დაიწყო, მაგრამ დღეს ვიტყოდი, რომ ისინი მსოფლიოში საუკეთესოა. ასე რომ, დიახ, ჩვენ დაწევა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, უნდა დავეწიოთ კოსმოსური რაკეტების სექტორში, რომელშიც დიდი ინვესტიციები უნდა ჩავდოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი თანამგზავრების კოსმოსში გატანა შეგვიძლია. იგივე ითქმის ფართოზოლოვან ინტერნეტზეც. მაგალითად, Starlink-ი დღეს ფართოზოლოვანი ინტერნეტის დაფარვის ქსელში დომინანტია და ევროპა უკვე იწყებს საკუთარი ქსელის განვითარებას  Iris2 (Iris square) პროექტის ფარგლებში, რომელიც ეს-ესაა დაიწყება, მაგრამ ამ სფეროშიც უნდა დავეწიოთ, რადგან მსოფლიო ბაზარზე უკვე არსებობს ძალიან დიდი დომინანტი.  ეს კი მხოლოდ დიდი ინვესტიციით არის შესაძლებელი.“

გრეგუარ ლორი, „ევრონიუსი“:  მაინც სად დგას ევროპა საერთაშორისო კონკურენციის თვალსაზრისით?

ჯოზეფ  აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი:  „ევროპა შესანიშნავია, მაგრამ მცირეა. მას არაჩვეულებრივი ინტელექტუალური  და ტექნოლოგიური პოტენციალი აქვს. ჩვენი წარმოება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიანია. ჩვენს მიერ ჩადებული ინვესტიციები ნამდვილად სწორად არის დაბანდებული და ეს ყველაფერი სწორედ ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ შექმნილი სისტემის წყალობით, რომელსაც სააგენტო ათწლეულების განმავლობაში აგებდა, რათა შეექმნა ინდუსტრია, რომელსაც ერთმანეთისთვის კონკურენციის გაწვეის მიზნით გამოიყენებდნენ და ამის წყალობით ნამდვილად იდგებოდნენ წინა ხაზზე ხარისხისა და ტექნოლოგიის მიმართულებით. ამ კუთხით ჩვენი ინდუსტრია საუკეთესოების სიაშია მსოფლიო მასშტაბით. მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე, რომელსაც ვხედავ ამ კუთხით, ის არის, რომ ჩვენი ზომა თანდათან მცირდება იმის გამო, რომ მთელ მსოფლიოში განვითარების ტემპი ძალიან აჩქარდა. მაგალითად, მსოფლიოს კოსმოსური ეკონომიკა დღეს დაახლოებით 470 მილიარდი ევროს მოცულობისაა, მომსახურების სეგმენტის ჩათვლით. ეს სექტორი 15 პროცენტით იზრდება. მაგრამ ზრდის უმეტესი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთზე მოდის სამწუხაროდ, ევროპა კი სტაგნაციაშია, რაც ნიშნავს, რომ, ცოტა არ იყოს, ჩამოვრჩებით. ამ მიმართულებით რისკზე ვერ წავალთ, რადგან კოსმოსი მეტისმეტად მნიშვნელოვანი სექტორია, ყოველდღიური ყოფის განუყოფელი ელემენტია უკვე, მაგრამ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს მომავალში“.

გრეგუარ ლორი, „ევრონიუსი“:   მაინც რა გვაკლია? მეტი ინვესტიცია ვინ უნდა ჩადოს – წევრმა სახელმწიფოებმა თუ კერძო კომპანიებმა?

ჯოზეფ  აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი:  „ორივე გვჭირდება. ნამდვილად გვჭირდება საჯარო ინვესტიციები. ამერიკული საჯარო ინვესტიციები მხოლოდ იმიტომ ვახსენე, რომ სწორედ NASA-ს,  ამერიკის კოსმოსური ძალებისა და SpaceX -ის მსგავსი კომპანიების მიერ გაწეული ინვესტიციების წყალობით მივიდნენ იქამდე, სადაც ახლა არიან. ისინი უზომოდ წარმატებული არიან. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ NASA-ს გარეშე ისინი არ იქნებოდნენ იქ, სადაც დღეს დგანან როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით, რადგან სწორედ NASA-მ მისცა ინჟინრები და ძრავა ფალკონის რაკეტის Falcon ასაგებად და ძალიან დაეხმარა „სფეის იქსის“ SpaceX კომერციულ გუნდს. ასევე ფინანსურადაც  NASA-ს დახმარებით მოვიდა სისრულეში პროექტი, რადგან NASA იყო  SpaceX-ისა და სხვების ძირითადი მომხმარებელი და კოსმოსური რაკეტების შემსყიდველი. თუმცა მასშტაბებიც გაცილებით დიდი აქვთ. მაინც რა გვჭირდება წარმატებისთვის? ევროპას აქვს შესანიშნავი პოტენციალი, ჰყავს ტალანტები. მე მინდა ყოველი მათგანის შენარჩუნება ევროპაში. არ მინდა, რომ Silicon Valley-ზე ან სხვაგან წავიდნენ. რა თქმა უნდა, ზოგიერთი მათგანი ამას სიხარულით გააკეთებდა. მაგრამ მე მინდა ისეთი პროგრამის შექმნა, რომელიც ევროპელ ტალანტებს ევროპაში დააკავებს, ეს კი მხოლოდ მაშინ მოხერხდება, თუ ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდება და ნამდვილად კარგი პირობები შეიქმნება, ასევე თუ სწორ პროექტებს დავიწყებთ და სწორად ვიოცნებეთ, რათა ევროპელები ადგილზე დავაკავოთ და დავეხმაროთ, აქ გაშალონ ფრთები და წარმატებას მიაღწიონ“.

გრეგუარ ლორი, „ევრონიუსი“:  ევროპის კოსმოსური პოლიტიკა მშვიდობის პერიოდში შეიქმნა. რამდენად გამოდგება ის ომის პირობებში?

ჯოზეფ  აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი:  „ევროპული კოსმოსური ტექნოლოგიები ბუნებრივად ესადაგება ორივე შემთხვევას. ჩვენ მიერ განვითარებული ტექნოლოგიების დიდ ნაწილს იყენებენ როგორც სამოქალაქო, ისე თავდაცვის მიზნით. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ავიღოთ მეტეოროლოგია. ჩვენ ვავითარებთ გეოსტაციონარულ და პოლუსური ორბიტების სატელიტებს ევროპისთვის ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან მოყოლებული. ამინდის თანამგზვარს მხოლოდ ერთი გეოსტაციონარული სატელიტი ემსაუხრება, სახელწოდებით Medusa, რომლის მესამე თაობაც გვაქვს ახლა და მას ვიყენებთ ამინდის პროგნოზისთვის საჭირო მონაცემების შესაგროვებლად. მაგრამ მხოლოდ ერთი სატელიტი გვაქვს. არ არის ისე, რომ ერთი სამხედრო მიზნებისთვის იყოს და ერთი სამოქალაქოსთვის. ერთი სატელიტი მუშაობს. მაგრამ მისი მონაცემები მიეწოდება როგორც ამინდის პროგნოზისთვის  სამოქალაქო მიზნით, რათა ფერმერებმა გადაწყვიტონ, როდის აიღონ მოსავალი, ისე თავდაცვის სფეროს. ასე რომ, კოსმოსური ტექნოლოგია ბუნებრივად ესადაგება ორივე მიზანს. კიდევ ერთი მაგალითია კოსმოსური რაკეტები. თუმცა ევროპის კოსმოსური სააგენტო ევროკავშირისთვის ავითარებს  Galileo-ს სისტემასაც, რომელსაც აქვს ერთი PRS სიგნალი, რომელიც თავდაცვის სეფროსთვის არის განკუთვნილი და შექმნილი. ჩვენ  მრავალი წელია ამას ვაკეთებთ, თუმცა თქვენ მართალი ხართ, კოსმოსს  ევროპის თავდაცვისთვის  ნაკლებად ვიყენებთ ამერიკასთან, ჩინეთთან, ინდოეთთან, რუსეთთან, იაპონიასთან და სხვა ქვეყნებთან  შედარებით.  მართლაც, უცნაურია, რომ ევროპა გაცილებით ნაკლებ ინვესტიციას დებს თავადცვაში, ვიდრე სხვა ქვეყნები.

გრეგუარ ლორი, „ევრონიუსი“:  როგორ უნდა მოვახერხოთ ევროპის კოსმოსის უსაფრთხოების დაცვა?

ჯოზეფ  აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი:  „ევროპა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბევრი მიმართულებით მუშაობს. ჩვენ ყველა საჭირო ინსტრუმენტი და შესაძლებლობა გვაქვს. ეს, მართლაც, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, სურს თუ არა ევროპას მეტის გაკეთება ან უფრო შორს წასვლა. ეს პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ. მე პოლიტიკოსი არ ვარ. მე ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი ვარ, სააგენტოს აღმასრულებელი ხელმძღვანელი. თუმცა ეს სინამდვილეში ჩვენი წევრი სახელმწიფოების გადასაწვეტია, ჩვენს სააგენტოს 22 წევრი სახელმწიფო ჰყავს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომლებისთვისაც ვმუშაობთ კოსმოსურ პროგრამებზე, რათა მათ გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ. ასე რომ, დიახ, ევროპის კოსმოსური სააგენტო მზად არის და შეუძლია მეტი იმუშაოს უსაფრთხოებაზე, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება მისი წევრი სახელმწიფოების პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ.“

გრეგუარ ლორი, „ევრონიუსი“:  შეგიძლიათ, დარწმუნებით გვითხრათ, რომ ევროპა მთვარეზე გადასვამს ადამიანს ამ ათწლეულის ბოლოს?

ჯოზეფ  აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი:  „მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის ამას დაზუსტებით ვერ დაგპირდებით, რადგან ამ კუთხით  NASA-თან უნდა ვითანამშრომლოთ. სწორედ NASA-ა ჩვენი პარტნიორი, რომელთან ერთადაც დიდი წარმატებით ვმუშაობთ  Artemis-ის პროგრამის ფარგლებში. რაც დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ უკვე გვყავს სამი ევროპელი ასტრონავტი, ისინი ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტები არიან, რომლებიც  Artemis-ის პროგრამით გაფრინდებიან. მაგრამ ჯერჯერობით ასეთი ფრენა სრულდება მთვარის ორბიტაზე განთავსებულ კოსმოსურ სადგურზე და არა მთვარის ზედაპირზე.  მთვარის ზედაპირზე რომ დავეშვათ, ამას ახალი ხელშეკრულება და ახალი ინვესტიციები სჭირდება. ეს კი ჯერ გასაკეთებელია, ამიტომ არ არის გარანტირებული. ჩემი აზრით, საკმაოდ პრობლემური იქნება  ამ ათწლეულის ბოლომდე ამის მოხერხება, რადგან გარკვეული დრო დასჭირდება მთვარის ზედაპირზე იმ ადამაინების დაშვებას, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები არ არიან. ეს ნამდვილად არის  ჩვენი მკაფიო ამბიცია, თუმცა ამის ზუსტი თარიღი არ არის დათქმული და არც ხელშეკრულება გვაქვს დადებული.

გრეგუარ ლორი, „ევრონიუსი“:  რატომ არის მნიშვნელოვანი ევროპელის ყოფნა  NASA-ის მისიაში?

ჯოზეფ  აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი:  ძალიან მარტივი მიზეზის გამო. პირველ რიგში, იმიტომ, რომ NASA-თან მრავალი ათწლეულის განმავლობაში დიდი წარმატებით ვთანამშრომლობდით, მაგრამ აქ ხარჯის საკითხიც დგას. რა თქმა უნდა, მთვარის მისია მთავარი ინვესტიციაა, რომელიც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივას მოითხოვს. ევროპამ უნდა შექმნას საკუთარი პოტენციალი, რათა უფრო ავტონომიური გახდეს და შეძლოს ევროპელი ასტრონავტების გადასმა მთვარეზე საკუთარი სახსრებით.  ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ის არის, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს NASA-სთან, რომელიც ძალიან სანდო და ერთგული პარტნიორია. ამ თვალსაზრისით, NASA -ც ეყრდნობა ევროპის კოსმოსურ სააგენტოს ზოგიერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტების ნაწილში, როცა საქმე ასტრონავტების მთვარეზე გაშვებას ეხება. Orion-ის კაფსულას, რომელსაც ასტრონავტები მთვარეზე აჰყავს და ჩამოჰყავს, ძრავის კომპონენტს – ე.წ. ევროპის სერვის მოდულს (European service module) ევროპის კომოსური სააგენტო აწვდის. ჩვენ უკვე მივაწოდეთ ეს კომპონენტი როგორც პირველი ფრენებისთვის, რომელთა უმეტესობა ასტრონავტების გარეშე განხორციელდა, ისე იმ ფრენებისთვისაც, რომლებშიც ასტრონავტებიც მონაწილეობდნენ. ისინი ვერ გაფრინდებიან მთვარეზე ჩვენი დახმარების გარეშე“.

გრეგუარ ლორი, „ევრონიუსი“:  ევროკავშირში ბევრი თვლის, რომ საჭიროა მეტი ინტეგრაცია ევროპის ბაზარზე, რათა ევროპის კოსმოსური პოლიტიკა წახალისდეს. იქნება ეს სწორი ნაბიჯი?

ჯოზეფ  აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი:  „დიახ, მე საინტერესო საუბარი მქონდა ენრიკო ლეტასთან  და მარიო დრაგის გუნდთანაც, რომდესაც ისინი თავიანთ ანაგარიშებს ამზადებდნენ. და დიახ, კოსმოსს მრავალი განზომილება აქვს. იქნება ეს ტექნიკური, სამეცნიერო და კლიმატის მიმართულებები, თუ ინდუსტრიული და საბაზრო ასპექტები. ერთი რამ ცხადია, ევროპა რომ კონკურენტუნარიანი იყოს მსოფლიო ბაზარზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს აქტივებს თავი რაც შეიძლება ეფექტიანად უნდა მოვუყაროთ. ამიტომ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ევროკავშირსა და ევროპის კოსმოსურ სააგენტოს შორის ევროკომისიისა და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ინსტიტუტების მეშვეობით.“

გრეგუარ ლორი, „ევრონიუსი“:  კოსმოსურმა სააგენტომ ტვირთის ჩამოტანის სერვისი დაიწყო. ეს პროგრამა ისევ მუშაობს?

ჯოზეფ  აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი:  „ძალიან კარგადაც მუშაობს. რაც ძალიან მომწონს ამ პროგრამაში, არის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შევცვალეთ მიდგომა, თუ როგორ უნდა მოვამარაგოთ კოსმოსი აპარატურით მომავალში. ეს პარადიგმა რადიკალურად შეიცვალა. ნაცვლად იმისა, რომ სატელიტი გაშვებიდან ექსპლოატაციის ვადის ამოწურვამდე ყველა წვრილმანით მოვამარაგოთ, ჩვენ გადავწყვიტეთ, უფრო სწორად ჩვენმა წევერმა სახელმწიფოებმა გადავწყვიტეს, რომ შევისყიდოთ ეს სერვისი. ეს ნიშნავს, რომ ვყიდულობთ ტვირთის მომსახურებას, დავუშვათ, 4000 კილოზე, რომელსაც დედამიწიდან კოსმოსურ სადგურზე აიტანენ და მერე ორი ტონა ტვირთი შემოვა დედამიწის ატმოსფეროში და უსაფრთხოდ დაეშვება მიწაზე.  დღესდღეობით ჩვენ არ გვაქვს  უკან შემოტანის პოტენციალი. ამიტომ პარადიგმის ცვლილება ნამდვილად ფუნდამენტურია და ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დავაჩქაროთ ჩვენი ინოვაციის განვითარება, მივცეთ ინდუსტრიას მეტი თავისუფლება, რათა განავითაროს საკუთარი კომოსური ტვირთის ჩამომზიდი ხომალდი, როგორც სურს და მივცეთ საშუალება, აირჩიოს ის პარტნიორი, რომელიც სურს. თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან სწრაფად მივიღეთ ამ კონტრაქტის შესრულების გადაწყვეტილება. ექვს თვეზე ნაკლები  დაგვჭირდა, პირველი გადაწყვეტილებიდან, რომელიც მინისტრებმა 2023 წლის ნოემბერში მიიღეს კონტრაქტის უშუალო დაწყებამდე, რაც ნიშნავს, რომ ამ შუალედში წევრი სახელმწიფოებიც შეთანხმდენენ,  ინდუსტრიამაც წარმოადგინა წინადადება, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ შეაფასა იგი, გამართა მოლაპარაკებები ამის თაობაზე და ბოლოს მე მოვაწერე ხელი ამ კონტრაქტს.  ეს საკმაოდ სწრაფად მოხდა იმისთვის, რომ მთელი პროცედურის ჯაჭვი დაჩქარდეს. კოსმოსური სააგენტოს ძირითად მომხმარებლად გადაქცევის პარადიგმის ცვლილება და ამ პროცესის სწრაფად აღსრულება სააგენტოში არის ის, რასაც მტკიცედ ვიცავ. და მომავალში კიდევ ბევრ ამის მსგავს  ნაბიჯს დაინახავთ“.

 გრეგუარ ლორი, „ევრონიუსი“:   სახიფათო არ არის კერძო კომპანიების იმედად ყოფნა?

ჯოზეფ  აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი: „ არის თუ არა ამაში რისკი? რა თქმა უნდა, არის. თქვენ სავსებით მართალი ბრძანდებით. არის რისკი. მაგალითად, რა მოხდება, თუკი კომპანია არ იქნება წარმატებული? რა მოხდება, თუკი მას გაყიდიან, ან ევროპიდან გავა?  ამ რისკების არსებობას სრულად ვაცნობიერებთ, მაგრამ მრავალი მექანიზმი გვაქვს ჩადებული კონტრაქტში, ეს რისკები რომ გადავფაროთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი ინვესტიცია საიმედოდაა დაცული და ვიღებთ იმ ხარისხს, რომელიც ევროპელი გადასახადების გადამხდელთა ინტერესებში შედის.

გრეგუარ ლორი, „ევრონიუსი“:  თქვენ წამოიწყეთ ნულოვანი ნარჩენების ქარტია. შეძლებთ პარტნიორების დარწმუნებას?

ჯოზეფ  აშბახერი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორი:  „უკვე დავარწმუნეთ ისინი. ჩვენი წევრი სახელმწიფოების ნახევარმა უკვე მოაწერა ხელი. რამდენიმე ტიპის ხელმომწერი გვყავს. გვყავს 40-ზე მეტი კომპანია მთელ მსოფლიოში, რომლებმაც მოაწერეს ხელი ქარტიას, მათი უმეტესობა ევროპაშია, რა თქმა უნდა, თუმცა მათ რიცხვშია ამერიკაში მოქმედი კომპანიებიც, მაგალითად, ამაზონმაც Amazon მოაწერა ხელი. ამაზონს ძალიან ძლიერი კოსმოსური პროგრამა აქვს, როგორც იცით, „კუიპერი“ Kuiper, რომლის ფარგლებშიც ახალი თანამგზავრული სისტემები მონტაჟდება ამ წუთას. ასე რომ, ეს ძალიან მიმზიდველი ქარტიაა და მგონია, რომ ეს უბრალოდ ჯანსაღი აზრია.  დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 10 ათასი თანამგზავრია გაშვებული ორბიტაზე და ყველა მათგანი ტოვებს ნარჩენებს. დაახლოებით 30 თუ 40 ათასი ნამსხვრევია, რომელთა ზომაც 10 სანტიმენტრს აღემატება. ისინი ძალიან სახიფათოა, რადგან შეუძლიათ სხვა კოსმოსურ ხომალდს შეეჯახონ და დააზიანონ ისე, რომ ვეღარ იმუშაონ, როგორც წესია. ასე რომ, დიახ, ნარჩენების რაოდენობა დიდია და დღითიდღე იზრდება. ჩემი თხოვნა იქნება მათ მიმართ, ვისაც სურს ქარტიაზე ხელის მოწერა, დადონ პირობა, რომ თანამგზავრის ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ მას კოსმოსში არ დატოვებენ და გაიტანენ. ქარტიას ძალიან მარტივი პრინციპი აქვს. მაგალითად, თუკი ნაკრძალში სურსათით გახვალ, სადილის შემდეგ ნარჩენებს იქ კი არ დატოვებ, არამედ უკან წაიღებ, რათა ნაკრძალი სუფთა იყოს. აი, ზუსტად ამის გაკეთება გვინდა კოსმოსშიც. როდესაც სატელიტს გაუშვებ, ის იქ 5, 10 ან 15 წელი იმუშავებს. მაგრამ როდესაც მისი ექსპლუატაციის ვადა გავა, ქარტიის ხელმომწერი პირობას დებს, რომ მას ორბიტიდან გაიტანს და ატმოსფეროში დაწვავს, რათა ორბიტის გამოყენება კიდევ შევძლოთ, რადგან ისინი ყოველდღიურ ყოფაში გვჭირდება, სატელიტები ხომ თითოეულ მოქალაქეს ემსახურება ყოველდღე.“

ავტორი: გრეგუარ ლორი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend