კატეგორიები

თურქეთი თანახმაა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაერთიანებას მხარი დაუჭიროს

თურქეთი თანახმაა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაერთიანებას მხარი დაუჭიროს

თურქეთი დათანხმდა მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრებას. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ აღნიშნა, რომ გარღვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს “ერთმანეთის უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეების წინააღმდეგ სრული მხარდაჭერის გაწევაზე” მადრიდში ნატოს სამიტზე შეხვედრის შემდეგ.

„ნატოში ჩვენი გაწევრიანების კონკრეტულ ნაბიჯებზე ნატოს მოკავშირეები შეთანხმდებიან მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ახლა გარდაუვალია“, – დასძინა საული ნიინისტომ.

დაკავშირებული ამბები
მარკ რუტე მოკავშირეებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის უფრო მეტი სისტემის გაგზავნისკენ მოუწოდებს ნატოს სარდალმა  წარმოადგინა სტრატეგია, რომელიც ალიანსზე ნებისმიერ თავდასხმას სრულიად უშედეგოს გახდის
სხვა ამბები