მთავარიევროპაპორტუგალიალისაბონში ოკეანეთა მდგომარეობასა და კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ

ლისაბონში ოკეანეთა მდგომარეობასა და კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ

ლისაბონში კონფერენციაზე განხილული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაცობრიობა დაძლევს გარკვეულ წინააღმდეგობებს. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ისაა, რომ  ღრმაწყლოვანი ბუნებრივი რესურსების მოპოვება ხელს უშლის  ოკეანეთა შენარჩუნებას. თუმცა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში არიან კანონმდებლებიც, რომლებმაც იციან, რომ ახალი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია.

ანგოლის პრეზიდენტის ჟუან ლორენსუს თქმით, ქვეყნების მეთაურები და მთავრობები, სამეცნიერო საზოგადოების, კერძო და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები ამ სამიტზე ეცდებიან, უპასუხონ მზარდ მოთხოვნებს და შეიმუშაონ ახალი პარადიგმები და მიდგომები იმ რესურსების მოსაპოვებლად, რომლებიც ოკეანეებშია. მათ სურთ, მომავალ თაობაზეც იზრუნონ.

როგორც მოზამბიკის საზღავო საქმეთა მინისტრი ლიდია კარდოზუ ამბობს, წიაღისეული რესურსები ის სიმდიდრეა, რომლის გარეშეც ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება. მისი თქმით, ნახშირწყალბადების კვლევა, როგორც ზღვაში ჩატარებული სხვა ცდები, უარყოფითად აისახება გარემოზე. ისინი ყოველთვის ვერ აკონტროლებენ მოცემულ ვითარებას და ეძებენ ახალ რესურსებს, რომლებიც დაკავშირებულია მოზამბიკის განვითარებასთან. ლიდია კარდოზუ აღნიშნავს, რომ მოზამიბიკისნაირმა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ეს რესურსები იმისთვის, რომ უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს.

ბალანსის შენარჩუნება რთულია, მაგრამ შესაძლებელია, თუმცა ცვლილებაც აუცილებელია.

ორგანიზაცია GOBI-ის კოორდინატორი დეივიდ ჯონსონი ამბობს, რომ ბუნებრივი აირისა და ნავთობის ინდუსტრიაში მოქმედებს რეგულაციები. ენერგორესურსების მოპოვებასა და ბიომრავალფეროვნებას შეუძლია თანაარსებობა, თუ სალიცენზიო პირობები გარემოს გათვალისწინებით სწორად იქნება შემუშავებული. დეივიდ ჯონსონს  ესმის, რომ განვითარებადი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური სარგებელი. მართალია,  ახლა წიაღისული საწვავის კრიზისია, თუმცა, მისი თქმით, ბევრად უფრო დიდი კრიზისია კლიმატის მხრივ, რომელიც უკვე ახდენს  გავლენას.

თუმცა ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად მხოლოდ პოლიტიკური გადაწვეტილებების მიმღებთა თუ ეკონომიკური ექსპერტების ქმედებები არაა საკმარისი. საბოლოოდ, ხომ  ყველა ადამიანი მოიხმარს ენერგიას.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend