მთავარიევროპაპორტუგალიაპორტუგალიაში წყალდიდობის შედეგების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა

პორტუგალიაში წყალდიდობის შედეგების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა

პორტუგალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარია ლუსია ამარალმა თანამდებობა დატოვა. მას საზოგადოება იმის გამო აკრიტიკებდა, რომ ბოლო კვირებში გახშირებულ წყალდიდობასთან გასამკლავებლად  შესაბამისი სამუშაო ვერ ჩაატარა.

მის მოვალეობებს დროებით ცენტრისტ-მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი ლუის მონტენეგრო შეასრულებს, რომლის მთავრობასაც ასევე აკრიტიკებენ ორკვირიანი შტორმებით გამოწვეულ პრობლემებზე არასათანადო  რეაგირების გამო. სტიქიასა და უამონდობას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა და  დაახლოებით 4 მილიარდი ევროს ზარალი გამოიწვია.

პორტუგალია კვლავ უმკლავდება შტორმების „კრისტინის“, „ლეონარდოსა“ და „მარტას“ შედეგებს. მდინარაზე კაშხლების ჩამონგრევის საფრთხის გამო 10 თებერვალს ღამით კოიმბრიდან 3000 ადამიანი გაიყვანეს.

11 თებერვალსაც ძლიერი წვიმა იყო და ცხრა რაიონში განგაშის ნარინჯისფერი დონე იყო გამოცხადებული. ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსახლეობა მოსალოდნელი ძლიერი ქარის შესახებ გააფრთხილეს.

პორტუგალიაში უპრეცედენტო წვიმებისა და წყალდიდობის გამო თებერვლის შუა რიცხვებამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend