კატეგორიები

ნატოს გენერალური მდივანი კიევს მოულოდნელი ვიზიტით სტუმრობს

ნატოს გენერალური მდივანი კიევს მოულოდნელი ვიზიტით სტუმრობს
ნატოს გენერალური მდივანი კიევს მოულოდნელი ვიზიტით სტუმრობს. უკრაინის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებამდე, რომელთა ფარგლებშიც განხილვის მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვითი საჭიროებები იქნება, მარკ რუტემ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო და მათი მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ეს ვიზიტი ბოლო კვირებში რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე მასშტაბური თავდასხმების ფონზე მიმდინარეობს. მოსკოვის გაძლიერებული იერიშებს კიევზე ბოლო დღეებში არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამასთან, შეხვედრას ფონად გასდევს უკრაინის პრეზიდენტი მოწოდება ნატოს წევრ ქვეყნებისადმი: ვოლოდიმირ ზელენსკი ალიანსის წევრ სახელმწიფოებს რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვაში უკრაინის მხარდაჭერას სთხოვს.

რუტეს ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მდებარე ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში. აქ ოფიციალური პირები და უცხოელი სტუმრები ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ ფორუმზე იკრიბებოდნენ.

ერთი დღით ადრე კიევსა და აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმებმა 23 ადამიანი იმსხვერპლა.

დაკავშირებული ამბები
ნატოს გენერალური მდივანი კიევს მოულოდნელი ვიზიტით სტუმრობს რუსეთის მორიგ იერიშებს უკრაინაში სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა