მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSUN: უკრაინაში ომის გამო 1,6 მილიარდი ადამიანი შესაძლოა, სასურსათო კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს

UN: უკრაინაში ომის გამო 1,6 მილიარდი ადამიანი შესაძლოა, სასურსათო კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს

გაეროში იმ შედეგებზე საუბრობენ, რომლებიც  უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია. რუსეთ-უკრაინის ომი სასურსათო უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკასა და ფინანსებზე უარყოფითად აისახება,  საკვების სიმცირის გამო კი 1,6 მილიარდი ადამიანი დაზარალდება.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში საზოგადოებას აფრთხილებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს მომავალში უფრო სერიოზული შედეგი ექნება.

”რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამი თვე გავიდა. ჩვენ ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ. უკრაინელებისთვის ამ ომს ყოველდღიურად სისხლისღვრა და ტანჯვა მოაქვს, მსოფლიო მოსახლეობა კი  სხვა კრიზისთან ერთად შიმშილისა და სიღარიბის საფრთხის წინაშეა, ეს კი სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი პრობლემაა”,- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.

როგორც ამბობენ, დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულია მრავალსართულიან საწყობებში უკრაინის შავი ზღვის პორტის ოდესის სანაპიროზე. გუტერეში ითხოვს გეგმას, რომლითაც მარცვლეულის ტრანსპორტირებას შეძლებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა გახსნას დერეფნები უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მიზნით, თუმცა მანამდე  უკრაინამ პორტები უნდა განაღმოს.

კიევში რუსეთის პირობას არ ენდობიან, და შიშობენ, რომ ამ ვითარებით რუსეთი  ისარგებლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend