მთავარიაზიაღაზაღაზის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფი მასობრივი საფლავის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს

ღაზის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფი მასობრივი საფლავის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს

ღაზის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფი გაეროს მოუწოდებს, ღაზის სექტორში საავადმყოფოებთან ახლახან აღმოჩენილ მასობრივ სასაფლაოებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება ჩაატაროს.

თავად კი მზად არის, დამოუკიდებელ საგამოძიებო ჯგუფს ადგილზე გაუწიოს დახმარება.

„ისრაელის არმიამ ნასერის სამედიცინო კომპლექსში ხალხი სიკვდილით დასაჯა. ჩვენ მოვითხოვოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სასწრაფოდ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება. მივმართავთ გაეროს გენერალურ მდივანს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, ღაზის სექტორში ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად შექმნან დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომიტეტი. ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობაში“, – მომარაგების დეპარტამენტის დირექტორი, სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფი, მოჰამად ალ-მგაიერი.

25 აპრილს ხან-იუნისში ნასერის სამედიცინო კომპლექსის მახლობლად ასობით ცხედარი აღმოაჩინეს. პალესტინელი მოსახლეობის დიდი ნაწილი საფლავებში დაკარგულ ნათესავებს ეძებს.

„სააბაზანოებში ბევრი ხალხი იყო, ამიტომ ჩემმა შვილმა ჩვენთან მოსვლა გადაწყვიტა.  უკან რომ ბრუნდებოდა, ჰარუნ ალ-რაშიდის სკოლის გვერდით თვითმფრინავიდან ესროლეს. მისი ძმა ამბობს,  რომ იგი მოწამებრივად აღესრულა და ის ადგილზევე დაკრძალეს. მე, დედას, მისი ცხედარი არც მინახავს. ჩემმა შვილმა თავისი ძმა მეოთხე ხის გვერდით დამარხა. ის ადგილი გავთხარეთ, მაგრამ ცხედარი ვერ ვიპოვეთ. მას 12 დღე ვეძებდით, მაგრამ უშედეგოდ“, – ამბობს დაღუპული შვილის დედა ნავალ ალ-ზაგზუგი.

მომხდართან დაკავშირებით გაერო გამჭვირვალე და სანდო გამოძიების ჩატარებას ითხოვს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ვედანტ პატელი მასობრივი სასაფლაოების შესახებ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატა. მან განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით აშშ ისრაელის მთავრობას დაუკავშირდა და მათგან მეტი ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend