მთავარიმსოფლიოკავკასიააზერბაიჯანი საფრანგეთს, საბერძნეთსა და ინდოეთს აფრთხილებს, არ შეაიარაღონ სომხეთი

აზერბაიჯანი საფრანგეთს, საბერძნეთსა და ინდოეთს აფრთხილებს, არ შეაიარაღონ სომხეთი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ინდოეთს, საბერძნეთსა და საფრანგეთს აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდებისგან. ალიევი აცხადებს, რომ მშვიდად ვერ უყურებს, როგორ იარაღდება სომხეთი და თუ ეს ქვეყნები სომხეთის შეიარაღებას გააგრძელებენ, ის ადეკვატურ ზომებს მიიღებს.

რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე სომხეთი ცდილობს, სხვა ქვეყნებიდან მიიღოს იარაღი. საფრანგეთი, ინდოეთი და საბერძნეთი ის ქვეყნებია, რომლებიც ამ კუთხით სომხეთთან თანამშრომლობენ, მაშინ, როცა თურქეთი და პაკისტანი აზერბაიჯანს აწვდიან იარაღს.

ერევანმა 2022 წლის შემდეგ სამხედრო ბიუჯეტი 800 მილიონი დოლარიდან მილიარდ-ნახევარ დოლარამდე გაზარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend