მთავარიმსოფლიოNATO20 წლის წინ ნატოს რიგებს 7 მოკავშირე შეუერთდა

20 წლის წინ ნატოს რიგებს 7 მოკავშირე შეუერთდა

ნატოში გაწევრიანებამდე აღმოსავლეთ ევროპულმა სახელმწიფოებმა ერთი და იგივე გზა გაიარეს – ერთა სატუსაღო, საბჭოთა კავშირი და ვარშავის პაქტი. 2004 წელს კი ბულგარეთი ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი თავდაცვითი ალიანსის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფოები გახდნენ.

ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია მათი ნების საწინააღმდეგოდ საბჭოთა კავშირის წევრი სახელმწიფოები იყვნენ, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია კი ვარშავის პაქტის წევრები. გამომდინარე აქედან, ამ ერებმა კარგად უწყიან, რომ რუსული საგარეო პოლიტიკის აგრესიული ბუნება და ამ სახელმწიფოთა უახლესი ისტორია გვაჩვენებს, რომ კრემლის საპირწონე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია და მეხუთე მუხლია.

„რუმინეთი ნატოს წევრი სახელმწიფო 20 წლის წინ გახდა. ეს გახლავთ ეროვნული ძალისხმევის შედეგი, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების თანამშრომლობის შედეგი. ამ მიმართულებით პარლამენტშიც კი არ ყოფილა დაპირისპირება, 20 წლის თავზე რუმინეთი ნამდვილად უფრო დაცულია, ნატოში გაწევრება არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში გაწევრებას ნიშნავს“, – ამბობს რაზვან როტუნდუ, რუმინეთის ელჩი საქართველოში.

აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთის, გერმანიისა და პოლონეთის მიწაზე ნატოს 70-იდან 90 ათასამდე ჯარისკაცია თავმოყრილი, ადგილზეა ათასობით საბრძოლო მანქანა, ტანკი და სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ხომალდი. კონგრესმა განაახლა კიევისთვის შეიარაღების მიწოდება, უკრაინისათვის დასავლეთის მიერ გაწეული სამხედრო დახმარება სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend