გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ეხმაურება. პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოში ათასობით ადამიანი ყოველ ღამით გამოდის ქუჩაში სიტყვის თავისუფლებისა და ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად.
Thousands in #Georgia protest every night for free speech and a vibrant civil society. #EU candidate status represents a historical opportunity. The Georgian government has a responsibility not to willfully obstruct the country’s path to a European future.
— GermanForeignOffice (@GermanyDiplo) April 25, 2024
მათი განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე განზრახ არ შეუქმნას.