მთავარიევროპაპორტუგალია„ხუთშაბათი, 1974 წლის 25 აპრილი“

„ხუთშაბათი, 1974 წლის 25 აპრილი“

1974 წლის 25 აპრილს ალფრედო კუნია სულ რაღაც 20 წლის იყო. “მიხაკების რევოლუციას” სამი დღის განმავლობაში უწყვეტად იღებდა. მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ამ დღეს, 25 აპრილს, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებდა. არ იცოდა, რომ მისი ფოტოები ისტორიად იქცეოდა.

„საღამოს სამსახურიდან შინ რომ მივედი, დედამ მითხრა, რომ რევოლუცია დაიწყო. სამსახურში დავბრუნდი და ფოტოების გადასაღებად გავედი“.

იმ დღეს ბევრი კარგი ფოტო გადაიღო, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. პორტრეტი გაზეთ Publico-ში რევოლუციიდან 20 წლის შემდეგ, 1994 წელს, გამოქვეყნდა და მალევე საკულტო სურათად იქცა. ფოტოზე კაპიტანი სალგუეირო მაია იყო – მოვლენების ერთ-ერთი მთავარი აქტორი.

პორტუგალიელი ახალგაზრდები, 1974 წელი, ალფრედო კუნია

„ზოგი ამ ფოტოზე 25 აპრილს ხედავს. ჩემთვის ის მხოლოდ სალგუეირო მაიას პორტრეტია, სხვა არაფერი. ამას კაცის მითად ქცევასთან მივყავართ. ხალხი ამ ფოტოზე სწორედ ამას ხედავს“.

“მიხაკების რევოლუციის” ამბავს კუნიას სხვა ფოტოებიც არანაკლების სიცხადით ჰყვება.

„ეს ჩვენი ახალგაზრდობის პორტრეტია. მხოლოდ ნაწილობრივი – ქალების გარეშე. მიუხედავად ამისა, ფოტო 1974 წლის 25 აპრილის განწყობის ხატია. ასახავს როგორები ვიყავით, რა გვეცვა, ვიყავით თუ არა მულტირასობრივი საზოგადოება. ეს ნამდვილად ასე იყო. ეს 70-იანი წლების პორტუგალიაა“.

ალფრედო კუნია გამოფენას „ხუთშაბათი, 1974 წლის 25 აპრილი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს. ფოტოგრაფმა ამავე სახელწოდებით წიგნიც გამოსცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend