მთავარისაქართველოეროვნული ბანკის წევრების შესარჩევი კონკურსი გრძელდება

ეროვნული ბანკის წევრების შესარჩევი კონკურსი გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება გამართა.

კომისიამ ადმინისტრაციაში წარდგენილი 28 კანდიდატის განაცხადიდან, განხილვის შედეგად, სრული კონსენსუსით შერჩეულ 8 კანდიდატს მოუსმინა.

კომისიის თავმჯდომარის თამარ სულუხიას განცხადებით, კომისია გააგრძელებს მუშაობას და კიდევ ერთხელ იმსჯელებს კანდიდატების შესახებ, იმისათვის, რომ პრეზიდენტს კონკრეტული სია მიაწოდოს. გასაუბრების შედეგებს კომისია სალომე ზურაბიშვილს 1 მაისამდე წარუდგენს.

,,მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ამ გამჭვირვალე პროცესს, რათა საზოგადოებისათვის სრულიად გამჭვირვალედ იქნეს შერჩეული ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები.

კომისიამ 28 კანდიდატიდან მოკლე სია შეარჩია, ეს იყო კონსენსუსის წესით შერჩეული 8 კანდიდატი, რომლებთან ინტერვიუებიც დღეს განვახორციელეთ.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც შეირჩა მოკლე სია – კონსენსუსი აღვნიშნე, ანუ მხოლოდ ის აპლიკანტები მოხვდნენ მოკლე სიაში, რომლებსაც ხმა მისცა კომისიის ყველა წევრმა იმ გამონაკლისი შემთხვევების სახით, სადაც ყველა კონკრეტულმა წევრებმა კონკრეტულ აპლიკანტებს მისცეს აცილება ინტერესთა კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით.

მაგალითად, ჩემ შემთხვევაში ერთი ასეთი აპლიკანტი იყო, ბატონი არჩილის შემთხვევაში კი, ორი აპლიკანტი“, – განაცხადა შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე, თამარ სულუხიამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend