მთავარისაქართველოპროტესტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის წინააღმდეგ

პროტესტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციები გრძელდება. 24 აპრილსაც მოქალაქეები შეიკრიბნენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ შეწყვეტენ პროტესტს, სანამ მმართველი გუნდი უკან არ გაიწვევს კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებულია.

იქამდე კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. უწყება აფრთხილებს იმ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან უკვე მეათე დღეა იკრიბებიან.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 15 აპრილიდან რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც საავტომობილო მოძრაობას აფერხებს.

მათივე თქმით, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა და ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება აღარ არსებობს, თუმცა აქციის მონაწილეები მაინც ცდილობენ სავალი ნაწილის გადაკეტვას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში თუ შეკრების მონაწილეების რაოდენობა არ მოითხოვს გზის სავალი ნაწილის დაკეტვას, გზის ხელოვნურ გადაკეტვას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. მასში ასევე აღნიშნულია, რომ დაადგენენ ყველა იმ ადამიანის ვინაობას, ვინც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვისკენ მოუწოდებს და მათ წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend