საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო.
“სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მადლიერი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე გაცემული პასუხები მივიღე, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
ელჩი აღნიშნავს, რომ შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის დასკვნაა.
„მადლიერი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე გაცემული პასუხები მივიღე. შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის დასკვნაა”,- აღნიშნავს კარლ ჰარცელი.
Grateful to receive answers to the second Questionnaire from the hands of @GharibashviliGE. Next step: the Opinion of the European Commission on Georgia’s EU application. pic.twitter.com/LHMCtsuK1H
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) May 10, 2022