მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა - ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის ორივე მხარეს სამხედრო მანევრები იმართება

უკრაინა – ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის ორივე მხარეს სამხედრო მანევრები იმართება

ერთიანობის დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშობლოს ჩრდილოეთში, ბელარუსის სახელმწიფო საზღვართან მიმდინარე თავდაცვით სამხედრო მანევრებს დაესწრო.

პრეზიდენტმა ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა და განუცხადა, რომ მათი დამსახურებით მოსახლეობა სიმშვიდეს ინარჩუნებს.

უკრაინის არმიის სამხედრო მანევრები სახელწოდებით „თოვლის შტორმი 2022, ბელარუსთან სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს, რივნეს რეგიონში იმართება.

საზღვრის მეორე მხარეს კი სამხედრო მანევრებს რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის არმიები მართავენ.

მოსკოვისა და მინსკის ერთობლივი სამხედრო მანევრები სახელწოდებით „მოკავშირეთა სიმტკიცე 2022“ 20 თებერვლამდე გაგრძელდება.

სამხედრო მანევრებში ბელარუს სამხედროებთან ერთად მონაწილეობს 30 ათასი რუსი ჯარისკაცი და სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, T – 72 და T – 80 ტიპის ტანკი, თვითმავალი არტილერია, S – 400 ტიპის სარაკეტო სისტემა და SU 35 ტიპის სამხედრო საჰაერო მოიერიშე.

მოსკოვში ამტკიცებენ, რომ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებიდან რუსული ჯარები გადიან. ბრიუსელში ამ ინფორმაციის ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend