მთავარიაზიასირიაბავშვები სირიაში თითქმის ყველანაირ, დამღლელსა თუ სახიფათო სამუშაოს ასრულებენ

ბავშვები სირიაში თითქმის ყველანაირ, დამღლელსა თუ სახიფათო სამუშაოს ასრულებენ

იბრაჰიმი იდლიბის ინდუსტრიულ ზონაში მუშაობს და ერთ-ერთ დიდ ძრავას ჭანჭიკებს ხსნის. დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე 13 წლის მოზარდი დაუღალავად შრომობს, ხელები ავტომობილის ზეთში აქვს ამოსვრილი და ცდილობს, თავისი უფროსის მითითებები შეასრულოს.

იბრაჰიმი ამბობს, რომ შლის ძრავას, ხსნის სიჩქარეების გადაცემათა კოლოფს, ცილინდრის თავის შუასადებს, აკეთებს ყველაფერს, რასაც მისი უფროსი ეუბნება. ხანდახან, როდესაც ჭანჭიკები გაჭედილია და ვერ ხსნის, მაშინ დასახმარებლად უფროსს მიმართავს. მას სურს, მომავალში მექანიკოსი გახდეს და საკუთარი ბიზნესი ჰქონდეს.  იბრაჰიმს სწავლა არ დაუმთავრებია, რადგან, მისი თქმით, სკოლებს საკმარის ყურადღებას არ აქცევენ.

სირიის ჩრდილო-დასავლეთში ბავშვების 60 პროცენტზე მეტი სკოლაში არ დადის. აქ სკოლების მხოლოდ მესამედი ფუნქციონირებს. საგანმანათლებლო სექტორში ბევრი პრობლემაა, ყველაზე აქტუალური ხელფასების  საკითხია. არასაკმირისი დაფინანასების გამო ზოგჯერ მასწავლებლები თვეების განმავლობაში  ვერ იღებენ ხელფასს. ასადის რეჟიმის შედეგად კი სირიელების 90 პროცენტი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდა, რამაც ბევრ მოზარდს არ დაუტოვა სხვა არჩევანი – მათ მუშაობა დაიწყეს.

მას შემდეგ, რაც ქალაქი დაბომბეს, იბრაჰიმი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ, სახლი დაეტოვებინათ და ბანაკებში ეცხოვრათ. იბრაჰიმი ზოგჯერ მხოლოდ 10 ან 20 თურქულ ლირას იტოვებს, დანარჩენს კი მამამისს აძლევს. იგი კვირაში 100 ლირას გამოიმუშავებს.

ამ ადგილას ბევრი ოჯახისთვის ბავშვების მუშაობა გადარჩენის ერთ-ერთი გზაა.  როგორც იუნისეფში აცხადებენ, სირიაში 2020 წლიდან დღემდე ჰუმანიტარული საჭიროებები 27 პროცენტით გაიზარდა.

მოზარდები კი თითქმის ყველანაირ სამუშაოს ასრულებენ, არ აქვს მნიშვნელობა, დამღლელია თუ სახიფათო. ომი ბავშვებს არა მარტო აწმყოს ართმევს, არამედ მომავალსაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend