მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს სკეპტიკურად უყურებენ

უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს სკეპტიკურად უყურებენ

ლუჰანსკის რეგიონში, პრო – რუსი სეპარატისტების პირისპირ ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცი ამბობს, რომ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება.

“სამი დღის განმავლობაში სროლა არ ყოფილა შემდეგ კი მოულოდნელად დაბომბვა დაიწყო. ერთი ყუმბარა ზუსტად ჩვენს უკან ჩამოვარდა. კიდევ ორი კი ჩვენს სანგარს დაეცა, ერთი კი ახლოს მდებარე მინდორში. 15 წუთში კი კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა. რატომ მოხდა ეს? რა მიზნით? არავინ იცის. სწორედ ასე ხდება აქ. ვფიქრობ, რომ რუსებს მოლაპარაკებები შეთანხმებისათვის არ დაუწყიათ. მესმის რომ ევროპაში შეშფოთებულნი არიან. მათ საკუთარი შიშები და ინტერესები აქვთ. რუსეთი მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის, მოსკოვს საკუთარი მიზნები აქვთ დასახული. რუსები არ გაჩერდებიან, მათთან მოლაპარაკება შეუძლებელია“, – მიიჩნევს  უკრაინელი ჯარისკაცი ოლეჰ სურჰოვი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი რუს კოლეგას გასულ კვირას შეხვდა, ამ კვირის განმავლობაში კი მოსკოვში ვაშინგტონისგან კრემლის დასავლეთისადმი წაყენებული ულტიმატუმის შესახებ წერილობით პასუხს ელიან.

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი, ერთობლივი სამხედრო მანევრების ჩატარების მოტივით მოსკოვმა ჯარები ბელარუსშიც გადაისროლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend