მთავარიევროპაუკრაინარუსული არმია დონბასში უკრაინელი ჯარისკაცების ალყაში მოქცევას ცდილობს

რუსული არმია დონბასში უკრაინელი ჯარისკაცების ალყაში მოქცევას ცდილობს

უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში მძიმე ვითარებაა. რუსული ძალები სახელმწიფოს ინდუსტრიული გულის დაპყრობას ცდილობენ. მათი მიზანია ქალაქ სევეროდონეცკის ალყაში მოქცევა.

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებიან. ჰუმანიტარული მიმართულებით ერთ-ერთი მოხალისე ემა ამბობს, რომ ქალაქის გარშემო ბევრი რუსი სამხედროა და დიდი ალბათობით ქალაქი მალე დაეცემა.

“ფრონტის ხაზი ქალაქზე გადის, თითქმის ალყაში ვართ, ვხედავთ რუსულ ტანკებს, ვხედავთ გარშემო მტრის ჯარების კონცენტრაციას, ვფიქრობ, რომ ქალაქი მალე დაეცემა“, – წუხს მოხალისე ემა იგლანდი.

ქალაქში გამაგრებული უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ ვითარება მძიმეა.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ არსებული დანაკარგების ფონზე რუსული არმია დონბასში გადამწყვეტი შეტევის მიზნით სარეზერვო ძალებს უყრის თავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend