მთავარიევროპაუკრაინაკიევი მოსკოვს მოლაპარაკების გამართვას ალყაში მოქცეულ მარიუპოლში სთავაზობს

კიევი მოსკოვს მოლაპარაკების გამართვას ალყაში მოქცეულ მარიუპოლში სთავაზობს

ვითარება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში

მარიუპოლში ევაკუაცია შეფერხებულია, უკრაინის აღმოსავლეთში კი ბრძოლები უფრო ინტენსიური ხდება. დონეცკის გუბერნატორის განცხადებით, ევაკუირებულთა რაოდენობა მოსალოდნელზე დაბალი იყო.

ქალაქი დაცემის პირასაა, თუმცა უკრაინელები არ ნებდებიან. რუსების მიერ წაყენებული ულტიმატუმი კი არავის შეუსრულებია. უკრაინა მზადაა, მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტოს მარიუპოლის ალყის გარღვევისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი. კიევი მოსკოვს მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდის გამართვას ალყაში მოქცეულ ქალაქში სთავაზობს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შანსი აქვს, სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში. მან ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ უკრაინის პარტნიორებს კარგად ესმით, თუ რა სჭირდება უკრაინას ახლა, როდესაც რუსეთი აძლიერებს შეტევებს და არა კვირებისა და  თვეების შემდეგ.

კანადის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ქრისტია ფრილენდმა ტვიტერზე დაწერა, რომ მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები ვერ იქნებიან გულგრილი რუსეთის აგრესიისა და ომის დანაშაულების მიმართ.

დღეს, 21 აპრილს, ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, კანადისა და საფრანგეთის ფინანსთა მინისტრებმა G20-ის პლენარული სხდომა მაშინ დატოვეს, როდესაც რუსეთის დელეგაცია სიტყვით გამოდიოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend