მთავარიევროპაუკრაინაკიევში რუსების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი ჯარისკაცების გათავისუფლებას ითხოვენ

კიევში რუსების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი ჯარისკაცების გათავისუფლებას ითხოვენ

ასობით ადამიანი შეიკრიბა კიევში  დამოუკიდებლობის მოედანზე. უკრაინელი სამხედროების ოჯახის წევრები და ახლობლები, რუსების მიერ დატყვევებული ჯარისკაცების  გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

აქცია „აზოვსტალის“ ჯარისკაცების  ოჯახის წევრების მიერ იყო ორგანიზებული.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან პატიმრების გაცვლა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, შეჩერებულია. ომის დაწყების შემდეგ ბევრი დაბრუნდა სახლში, მაგრამ რამდენიმე ათასი უკრაინელი ჯარისკაცი ჯერ კიდევ ტყვეობაშია.

ტყვედ აყვანილი უკრაინელი ჯარისკაცების ახლობლები და ოჯახის წევრები – Alex Babenko/Copyright 2023 The AP

,,ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სამხედრო ტყვეებისთვის, ჩვენი აზოვსტალის მცველებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ რუსებს ჰყავთ დაკავებული. ჩვენ ვიცით, რომ  მათ 24 საათის განმავლობაში აწამებენ, ულახავენ ღირსებას. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვთქვათ სიმართლე, ჩვენი გმირები ახლა აქ უნდა იყვნენ.  ჩვენ გვსურს, რომ  ისინი რუსული ტყვეობიდან გათავისუფლდნენ და დაბრუნდნენ უკრაინაში“.- განაცხადა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცის ახლობელმა.

რუსეთმა მარიუპოლი გასული წლის მაისში თითქმის სამთვიანი ალყის შემდეგ აიღო, რის შედეგადაც სტრატეგიული საპორტო ქალაქის დიდი ნაწილი ნანგრევებად იქცა.

უკრაინელი მებრძოლები „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანას იქამდე იცავდნენ, სანამ მთავრობამ არ  უბრძანა მათ, დაეტოვებინათ ქარხანა და თავი გადაერჩინათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend