მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი: რუსეთი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს უკრაინელი ჯარისკაცების გასამართლებას გეგმავს

ზელენსკი: რუსეთი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს უკრაინელი ჯარისკაცების გასამართლებას გეგმავს

უკრაინა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. წელს ეს თარიღი ასევე აღნიშნავს რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყანაში შეჭრის 6 თვის თავს.

პრეზიდენტმა ზელენკსიმ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა პროვოკაციული ნაბიჯი გადადგას და უკრაინელი ჯარისკაცები სასამართლოს წინაშე წარადგინოს ქვეყნის დამოუკიდებლობის 31 წლის თავზე.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ ეს მიუღებელი სასამართლო გაიმართება, თუკი უკრაინელებს ყველა შეთანხმებისა და საერთაშორისო წესების დარღვევით ამ გარემოებებში ჩართავენ, ეს იქნება შეურაცხმყოფელი. მისი თქმით, რუსეთი თავად დაუკარგავს აზრს მოლაპარაკებებს და აღარ შედგება არანაირი დიალოგი. ამით უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ, თავისი პოზიცია გამოხატა.

ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერები კი მხარეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ნებისმიერი საბრძოლო მოქმდებებისგან ზაპოროჟიის ატომური ელექტროსაგურის მახლობლად.

გერმანიის კანცლერმა კვირას განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანიისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყანაში შეჭრა.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ სანქციები არ შემსუბუქდება ვითარების შეცვლის მოლოდინში. მისი თქმით, ეს შესაძლებელია მხოლოდ უკრაინასთან ერთად სამართლიანი შეთანხმების მიღწევით. ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი ვითარება დადგება მაშინ, როდესაც პუტინი და რუსეთის მთავრობა მზად იქნებიან ამის მისაღებად.

ბერლინში კი აქტივისტები კანცლერის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ და ბუნებრივ აირზე ემბარგოს დაწესება მოითხოვეს. 2 თითქმის შიშველი აქტივისტი ოლაფ შოლცს უახლოვდებოდა, როცა ისინი დაცვამ გააკავა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend