ევროკავშირმა უკრაინას გადაურიცხა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, 1,5 მილიარდი დოლარი. ამის შესახებ პლატფორმა X-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაწერა.
“არ არსებობს რუსული ფულის გამოყენების უკეთესი გზა, ვიდრე უკრაინისა და მთელი ევროპის უფრო უსაფრთხოდ ქცევაა” დაწერა ევროკომისარმა პლატფორმა იქსზე. უკრაინისთვის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის გადარიცხვის გადაწყვეტილება უკრაინამ უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად ივნისში მიიღო.
The EU stands with Ukraine.
Today we transfer €1.5 billion in proceeds from immobilised Russian assets to the defence and reconstruction of Ukraine.
There is no better symbol or use for the Kremlin’s money than to make Ukraine and all of Europe a safer place to live. pic.twitter.com/keDyf9Dzzd
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) July 26, 2024
ამ დაფინანსების 90% მოხმარდება უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის დამატებითი იარაღისა, ტყვია წამლისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენას. დანარჩენი 10% კი გამოყენებული იქნება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.