მთავარიმსოფლიოვაშინგტონი მოსკოვს პასუხობს

ვაშინგტონი მოსკოვს პასუხობს

რუსეთის ფედერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დასავლეთის წერილობითი პასუხი მიიტანა

ამერიკა რუსეთს პასუხობს. წერილობითი პასუხი, რომელსაც მოსკოვი ელოდებოდა ამერიკის ელჩმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პირადად მიიტანა.

ამერიკა თავის მოქალაქეებს მოუწოდებს სასწრაფოდ დატოვონ უკრაინა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლილნკენმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. ის აცხადებს, რომ ნატოს სწრაფი რეაგირების ფარგლებში 8500 ამერიკელი ჯარისკაცი მზად არის აღმოსავლეთ ევროპული ნატოს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა იმედს იტოვებს, რომ ამის საჭიროება არ დადგება.

ამავე დროს, შემუშავებულია ეკონომიკური სანქციების პაკეტი, რომელიც მყისიერად ამოქმედდება უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში. მისი თქმით, დასავლეთი ამ გადაწყვეტილებებში ერთსულოვანია. აშშ – ის სახელმწიფო მდივანმა წერილობით პასუხის დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ განაცხადა, რომ წერილის სულისკვეთება იგივეა, რასაც დასავლელი ლიდერები აქამდე აცხადებდნენ, კერძოდ ის, რომ მოსკოვის მოთხოვნები მიუღებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend