მთავარიმსოფლიოჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, სადღესასწაულო ღონისძიებები უნდა გაუქმდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, სადღესასწაულო ღონისძიებები უნდა გაუქმდეს

ევროპაში მილიონობით ადამიანს სურს, საშობაო დღესასწაული ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატაროს, თუმცა უკვე მეორე წელია, მათ ამის საშუალება არ ეძლევათ. მსოფლიოში ომიკრონის ვარიანტის გავრცელების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სადღესასწაულო პერიოდში უნდა გაუქმდეს დაგეგმილი ღონისძიებები. ეს ის ინფორმაციაა, რომლის მოსმენა ბევრს არ სურდა.

ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი ამბობს, რომ ყველა ადამიანს სურს  ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატაროს დრო, მათ შორის მასაც. პანდემიამ გადაღალა ხალხი. მაგრამ, მას ღონისძინების გაუქმება ურჩევნია დაკარგულ სიცოცხლეს.  მისი აზრით, უმჯობესი იქნება, ახლა თავი შეიკავონ ყველაფრისგან, რომ მომავალში ერთად იყონ,  ვიდრე ახლა აღნიშნონ და მერე იგლოვონ. ჯანმოს გენერალური დირექტორის განცხადებით, არავის უნდა, რომ 12 თვის მერეც იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

იმ დროს, როდესაც ე.წ. ბუსტერ დოზების კამპანია ჩქარდება, ზოგიერთი ქვეყანა კარანტინის დაწესებასაც განიხილავს – ნიდერლანდები ერთ-ერთი მათგანია.

შვეიცარიაშიც 20 დეკემბრიდან მკაცრდება კოვიდშეზღუდვები, ყველას, რამდენადაც ეს შესაძლებელია,  სახლიდან მუშაობა მოეთხოვება.

გერმანიაში შობის დღესასწაულის შემდეგ თავშეყრის ადგილებში ადამიანების რაოდენობასაც გააკონტროლებენ.  ეს რეგულაციები შეეხება აცრილებსაც და გამოჯანმრთელებულ პირებსაც.

ჰენდრიკ შტრეკი, ექსპერტი კოვიდის საკითხებში, მიიჩნევს,  რომ შესაძლებელია ჯგუფების შემცირება. ბავარიაში  უკვე დაიკეტა ბარები და კლუბები, რათა თავიდან აერიდებინათ ხალხის შეკრება და ვირუსის გადაცემა.

ამავდროულად, კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ მათ სურთ,  30 მილიონი ადამიანი აცრან ე.წ. ბუსტერ დოზით. ამ მიზნის მიღწევას ისინი წლის ბოლომდე გეგმავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend