მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში “ომიკრონის” გავრცელების პარალელურად რეგულაციები მკაცრდება

ევროპაში “ომიკრონის” გავრცელების პარალელურად რეგულაციები მკაცრდება

იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება სავალდებულო ხდება მათთვის, ვინც სკოლებში მუშაობს. მათ ჩატარებული უნდა ჰქონდეთ ვაქცინაციის სრული კურსი,  რომელიც მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზასაც გულისხმობს. გადაწყვეტილება ომიკრონის ვარიანტის სწრაფად გავრცელების გამო მიიღეს.

ვაქცინის გაკეთება მოეთხოვებათ სხვა სფეროს მუშაკებსაც, მაგალითად, პოლიციის, სამხედრო და საგანგებო დანაყოფების პერსონალს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სანქციები დაეკისრებათ,  შესაძლოა, ისინი  ანაზღაურების გარეშე დაითხოვონ სამსახურებიდან.

ომიკრონი სწრაფად ვრცელდება.  მიუხედავად იმისა, რომ ამ ვარიანტს დელტასთან შედარებით მსუბუქი სიმპტომები ახასაიათებს,  ჯანმოს დირექტორი მოსახლებას მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ჯანმოს გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ამ ვირუსს საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აფასებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი ნაკლებად მძიმე ავადობას იწვევს, ინფიცირებულთა რაოდენობა დიდ ტვირთად დააწვება სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას.

ნიდერლანდებში მეცნიერებს  მიაჩნიათ, რომ რამდენიმე კვირაში ომიკრონის ვარიანტი დომინანტი შტამი გახდება ქვეყანაში. გავრცელების შესაკავებლად, მინისტრთა კაბინეტი ახალ შეზღუდვებს აწესებს. ქვეყანაში საშობაოდ უფრო ადრე დაიხურება სკოლები.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს განცხადებით,   ქვეყანაში მკაცრდება შეზღუდვები. შობის დღესასწაულის დროს მაქსიმუმ 4 ადამიანის შეკრებაა შესაძლებელი. მიღებული რეგულაციით, იკრძალება 13 წელს გადაცილებულ 4 სტუმარზე მეტის მიღება.  ახალ წელსა და საშობაოდ გამონაკლისი არ დაიშვება.

ომიკრონის ეფექტი მთელს ევროპაში იგრძნობა. შოტლანდიის  ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დიდი შეკრებებისგან თავი შეიკავოს. როგორც ჩანს, საზოგადოებას შობის დღესასწაულის ტრადიციულად ჩატარების იმედი ნელ-ნელა უქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend