მთავარიდღის ამბებიორიგინალური კულტურული ღონისძიებები პანდემიის პირობებში

ორიგინალური კულტურული ღონისძიებები პანდემიის პირობებში

პანდემიის პირობებში კულტურული ღონისძიებების უმეტესობამ ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა. თუმცა ზოგ შემთხვევაში ადამიანებმა უფრო ორიგინალური გამოსავლის პოვნაც მოახერხეს.


ესპანელი კონცეპტუალური არტისტის იუჯინიო ამპუდიას ორგანიზებით, ბარსელონას განთქმულ „ელ ლისეოს“ ოპერაში კლასიკური მუსიკის კონცერტი ორი ათასზე მეტი მცენარის წინაშე გიამართა. კონცერტის შემდგომ მცენარეები სამედიცინო მუშაკებს დაურიგდათ.

უკრაინაში როკ ბენდმა „ო ტორვალდმა“ კონცერტი კიევის ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს წინ ჩაატარა. მაყურებლებს კონცერტზე დასწრება მხოლოდ სასტუმროს აივნებიდან შეეძლოთ.

ტოკიოში კომპანია „კოვაგარასეტაიმ“ საშინელებათა სახლის კარი ავტომობილებისთვის გახსნა. სტუმრებს სისხლიანი ზომბების ნახვა მანქანის შიგნიდან შეეძლოთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend