მთავარიმსოფლიოევროპაკულტურული ღონისძიებები ევროპის ქვეყნებში

კულტურული ღონისძიებები ევროპის ქვეყნებში

ციურიხის კინოფესტივალი შვეიცარიაში შემოდგომის ერთ-ერთი უდიდესი კინოფესტივალია, რომელიც გთავაზობთ ფილმების კონკურსს ევროპიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს ფესტივალს უამრავ ვარსკვლავთან ერთად ესწრებოდნენ ლიამ ნისონი და დაიან კრუგერი. ორი ევროპელი მსახიობი დაჯილდოვდა “ოქროს თვალით”. ესენი არიან შარლოტა გეინსბურგი და ბრიტანელი ედი რედმეინი.

ლონდონის ეროვნულ გალერეაში კი გამოფენაზე წარმოდგენილია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურატული მხატვრის ლუსიან ფროიდის ნახატები. აქ გამოფენილია ნახატები, რომლებსაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ქმნიდა. მისი ნამუშევრებით კარგად ჩანს 70-წლიანი პრაქტიკა და ის, თუ როგორ განვითარდა ფროიდის მხატვრობა.

თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ფროიდი თავის მოდელებთან დაახლოებასა და ბარიერების გარღვევას ცდილობდა.

ფროიდი ფუნჯითა და საღებავის პიგმენტებით ხატავდა ცნობილ თუ,  ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ ადამიანებს, შიშვლებსაც და სამოსიანებსაც.   მისი ყველა პერსონაჟი ზედმეტი შელამაზების გარეშეა გამოსახული.

პარიზში კი წარმოდგენილია გამოფენა, რომელიც პირველად გვთავაზობს მოგზაურობას არაბული სამყაროს ქვიარკულტურაში. 23 მხატვარი, რომლებიც  მაშრიქიდან, ირანიდან და ავღანეთიდან, არიან, აწყობენ გამოფენას, სახელწოდებით „ჰაბიბი“, რომელიც სიყვარულს ნიშნავს.

ხელოვნების მოყვარულებს კი შეუძლიათ მადრიდში სხვადასხვა გამოფენას ესტუმრონ. გამოფენა, სახელწოდებით “ხულიო გონსალესი, პაბლო პიკასო და ქანდაკების დემატერია-ლიზაცია”, აერთიანებს იმ ნამუშევრებს, რომლებიც იმ დროს შეიქმნა, როდესაც, ისტორიოგრაფების აზრით, რკინის ქანდაკება გამოიგონეს.

საუბარია ორ თანამედროვე ხელოვანზე, რომელთა პიროვნული მახასიათებლები და ხედვის ტრაექტორია, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, მაგრამ ბიოგრაფიული და კულტურული თვალსაზრისით ახლოს არიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend