მთავარიამბებივაქცინირებულთათვის შესაძლოა "კომენდანტის საათი" გაუქმდეს

ვაქცინირებულთათვის შესაძლოა “კომენდანტის საათი” გაუქმდეს

ვისაც ვაქცინის 2 დოზა ექნება გაკეთებული შესაძლოა “კომენდანტის საათი” და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ფეისბუკლაივის დროს განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, რამდენიმე ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს გარე სივრცეში პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა, ასევე, მათთვის არ მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა.

“ამაზე ვფიქრობთ, ვმუშაობთ და მომავალი კვირის განმავლობაში, უკვე, დაახლოებით, 15 მაისამდე დაგვიგროვდება 14 000-მდე სრულად, ორჯერადად აცრილი მოქალაქე და ამ ადამიანებს მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან”, – განაცხადა გამყრელიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend