მთავარი COVID-19 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ჰუბეის პროვინციას ესტუმრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ჰუბეის პროვინციას ესტუმრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი დღეს ჰუბეის პროვინციის დაავადებათა კონტროლის ცენტრს მოინახულებს. ჯგუფის წევრებმა უკვე მოინახულეს ქალქ უჰანში ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფის მუშაობა შეზღუდულია, მათ არ ექნებათ საშუალება ადგილობრივებს გაესაუბრონ. ამის მიზეზად კი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები სახელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მთავარი მიზანი „კოვიდ-19“-ის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზების დადგენაა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend