ბერლინში სადღესასწაულო სეზონი დაიწყო და ქალაქის ეს ზოოპარკი საშობაო განათებითა და დეკორაციებით მოირთო.
ვიზიტორებს ორკილომეტრიანი განათებული და მორთული გზის გავლა მუსიკის თანხლებით შეუძლიათ.
მთავარი ღირსშესანიშნაობა 400 წლის წინ აგებული ციხესიმაგრეა. ზოოპარკის წლევანდელი თემა ჯუნგლებია. ზოოპარკის დირექცია დამთვალიერებლებს ცხელი შოკოლადისა და ტკბილეულის გარდა, კიდევ ბევრ საინტერესო სანახაობას უმზადებს. უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებზე დადებითად მოქმედებს ბუნებასთან კავშირი. კვლევებითაცაა დადასტურებული, რომ ბუნება ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის.
ფსიქოლოგ არმინ–ლასლო ჰალბახს მიაჩნია, რომ ბუნება ადამიანს ეხმარება აღიდგინოს ყველა ის რესურსი, რომლებიც ინფორმაციის დამუშავებისთვის, გადაწყვეტილებების მისაღებადაა საჭირო. ბუნება ასევე დადებითად მოქმედებს ადამიანის ხასიათზე და უფრო მშვიდს, ბედნიერსა და ხალისიანს ხდის მას.
კვლევები აჩვენებს, რომ ბუნება ეხმარება ადამიანებს ყველაფერში. ის ადამიანები, რომლებიც საღამოს უფრო მეტ დროს ატარებენ გარეთ, მომდევნო დღეს უფრო მეტად პროდუქტიულები და კრეატიულები არიან. ამისთვის მხოლოდ გარეთ გასვლაც საკმარისია, სულაც არ არის აუცილებელი ტყეში სეირნობა.
ასეთი დადებითი ემოციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში, როდესაც ხალხი უმეტეს დროს შიდა სივრცეებში ატარებს. ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე ბუნებაში გასვლა და მასთან კავშირი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.
არმინ–ლასლო ჰალბახი საზოგადოებას მოუწოდებს, დაფიქრდეს რამდენად მნიშვნელოვანია ბუნება და მასთან ადამიანის კავშირი და არასდროს დაივიწყოს, როგორ ძლიერად ვართ დამოკიდებული მასზე.
დღის 4 საათზე ბერლინში უკვე მზე ჩადის. ზოოპარკის ადმინისტრაცია დამთვალიერებლებს დღის ამ მონაკვეთშიც სთავაზობს უჩვეულო სანახაობას.
ვიზიტორებს საშობაოდ მორთული ზოოპარკის დათვალიერება 14 იანვრამდე შეეძლებათ.