მთავარიმსოფლიოევროპაკულტურული ღონისძიებები ევროპაში

კულტურული ღონისძიებები ევროპაში

ცნობილი დანიელი მწერლის ჰანს კრისტიან ანდერსენის მშობლიურ ქალაქ ოდენსეში მისი სახელობის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში ანდერსენის ზღაპრული სამყაროა წარმოდგენილი. შენობა, რომელიც ცნობილმა იაპონელმა არქიტექტორმა კენგო კუმამ დააპროექტა, ნაწილობრივ მიწისქვეშაა განთავსებული.

ვერონაში ოპერის ყველაზე ცნობილი ფესტივალი გაიმართა. ყოველ ზაფხულს ვერონაში მდებარე უზარმაზარ რომაულ ამფითეატრში ათიათასამდე ადამიანი ღია ცის ქვეშ ოპერის მოსასმენად იკრიბება. წელს ფესტივალზე ჯიაკომო პუჩინის „ტიურანდოტი“, ჯიუზეპე ვერდის „აიდა“, „ლა ტრავიატა“, „ნაბუკო“ და სხვა ნაწარმოებები შესრულდება.

პარიზის გარეუბან გრიგნიში ცნობილი სტრიტ არტისტის გამოფენა გაიმართა. 223-მდე ექსპონატი ინდუსტრიულ სივრცეში არის გამოფენილი. ნამუშევრები ფრანგ კოლექციონერ ფრანსუა ბერნანდინოს კოლექციიდანაა. გამოფენა 10 ივლისამდე გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend