მთავარიმსოფლიოჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენება უნდა გადაიდოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი – ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენება უნდა გადაიდოს

პრიორიტეტი იმ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპის გაზრდას უნდა მიენიჭოს, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 1-2% პროცენტია აცრილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ქვეყნებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენება უნდა გადადონ და პრიორიტეტი იმ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპის გაზრდას უნდა მიენიჭოს, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 1-2% პროცენტია აცრილი.

„თუკი მსოფლიოში ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, შესაძლოა, კორონავირუსის უფრო ძლიერი ვარიანტები გაჩნდეს. „ბუსტერ“ დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინები იმ ქვეყნებს უნდა გადაეცეთ, სადაც მოსახლეობას ჯერ კიდევ პირველი და მეორე დოზა არ მიუღია,“-აღნიშნა ჯანმო-ს ხელძღვანელმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს კამათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა დამატებითი დოზა ეფექტური.

„მიმდინარეობს კამათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა “ბუსტერ” დოზა ეფექტური. მათ, ვისი იმუნური სისტემაც დაქვეითებულია, უნდა მიიღონ დამატებითი დოზა, თუმცა ისინი წარმოადგენენ მოსახლეობის მხოლოდ მცირე პროცენტს“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend