მთავარიაზიაღაზა„ღაზაში არ არსებობს უსაფრთხო ადგილი“ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი

„ღაზაში არ არსებობს უსაფრთხო ადგილი“ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფის კოორდინატორი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი შონ ქეისი, რომელიც რაფაჰის ჰუმანიტარული ცენტრში იმყოფება, ამბობს, რომ 25 დეკემბერს ისრაელის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ღაზის სექტორში თითქმის ყველა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა.
დაჭრილი პალესტინელი – Fatima Shbair/Copyright 2023 The AP.
შონ ქეისმა  უამრავი დასახიჩრებული, დაშავებული ადამიანისა და ალ-აქსას საავადმყოფოში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. მათ ალ-აქსას საავადმყოფოში მიყვანილი დაჭრილების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას. ძალიან მცირე დროში სერიოზული დაზიანებებით 100-ზე მეტი პაციენტი შემოჰყავდათ. მხოლოდ  ნახევარი საათის განმავლობაში 100-მდე ადამიანი გარდაიცვალა. მომდევნო 12 საათშიც არ წყდებოდა პაციენტების ნაკადი.

ისრაელის შეტევა უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და დამანგრეველი სამხედრო კამპანიაა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 20 900-ზე მეტი პალესტინელი, რომელთა ორი მესამედი ქალი და ბავშვია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის იერიშს 241 პალესტინელი ემსხვერპლა.

შონ ქეისი აღნიშნავს, რომ  სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებს, ასევე ონკოლოგიურ პაციენტებს, დიაბეტისა და გულის დაავადებების მქონე პირებს  არ აქვთ წვდომა ძირითად სამედიცინო სერვისებზე. საავადმყოფოები გადატვირთულია. ალ-აქსას საავადმყოფოში ქირურგების ნაკლებობაცაა. არ არის საკმარისი საოპერაციო. შენობებში ფიზიკურად არ არის ადგილი ამდენი პაციენტის განსათავსებლად. ყველასთვის ნათელია, რომ მათთვის სიკვდილის პირას მყოფ პაციენტებზე ზრუნვა პრიორიტეტულია.

ისრაელის დაბომბვის შედეგად დაშავებული პალესტინელი – AP

საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 2 თვის შემდეგ ღაზას უფრო მეტი ზიანი მიადგა, ვიდრე სირიის ალეპოს 2012-2016 წლების განმავლობაში, ან თუნდაც უკრაინის მარიუპოლს.

შონ ქეისის თქმით, ღაზაში არ არსებობს უსაფრთხო ადგილი. გაეროს გაერთიანებული ჰუმანიტარული ცენტრის შენობიდან 50 მეტრში ლტოლვილთა ბანაკია, სადაც ათასობით ადამიანია განთავსებული. ისინი იძულებული გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ და საბრძოლო მოქმედებებს გამოქცეოდნენ. ლტოლვილები გარეთ, პლასტმასის თავშესაფრებში, ცხოვრობენ. შონ ქეისი ამბობს, რომ წინა დღეს თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა ბრძოლების ხმა და ახლომდებარე საავადმყოფოებში უამრავი დაჭრილი გადაჰყავდათ.

ისრაელმა  მჭიდროდ დასახლებული რაიონებიდან მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა და  დაბომბა ეს ადგილები. შემდეგ კი ცენტრალურ ღაზაში არსებულ ლტოლვილთა ბანაკებში  გააძლიერა სახმელეთო ოპერაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend