ევროლიგის მეთორმეტე ტურში მოსკოვის “ცსკამ” “ბაიერნი” 77:74 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ არმიელთა მაისურით 12 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.
7 მოგებითა და 5 მარცხით “ცსკა” ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდზე ადგილს იკავებს, “ბაიერნი” კი მეთორმეტეზეა.
შემდეგ მატჩს “ცსკა” 2 დეკემბერს “პანათინაიკოსთან” გამართავს, მანადე კი შენგელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ითამაშებს.