მთავარისაქართველოსაქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების დამატებითი დოზები ჩამოვიდა

საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების დამატებითი დოზები ჩამოვიდა

საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების დამატებითი დოზები ჩამოვიდა.

2000 დოზა “ტოცილიზუმაბი” და 500 დოზა “რონაპრივი” სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების შესყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის „Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ დამატებითი დაფინასების ფარგლებში განხორციელდა.

“Hetero Biopharma Limited”-ი ერთ-ერთი წამყვანი ინდური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც ტოცილიზუმაბის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო. “ტოცილიზუმაბი” აქტიურად გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ“,- აღნიშნავენ უწყებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend