დონალდ ტრამპის შეფასებით, ნორვეგია „ნამდვილ სანაგვედ იქცა“ და „საზიზღარი სახელმწიფოა“.
სკანდინავიური ქვეყნისადმი შტატების პრეზიდენტის განაწყენების მიზეზი გახდა ნობელის პრემიის საკითხი, რომელიც მას არც წელს გადასცემია.
თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, მისი მმართველობის პერიოდში მან არაერთი კონფლიქტი და ფართომასშტაბიანი ომი დაასრულა, თუმცა ოსლოში არსებულმა კომიტეტმა მიმდინარე წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადასცა „ქალს, რომლის შესახებაც არავის სმენია“ - ამ შემთხვევაში, შტატების პრეზიდენტმა იგულისხმა სამხრეთაფრიკელი იურისტი, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნავი პილაი, რომელმაც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ოქტომბერში მიიღო.
ტრამპმა დასძინა, რომ ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილების გამო, მას აღარ სურს აშშ-ში ნორვეგიელი მიგრანტების მიღება და ურჩევნია ქვეყანაში, მაგალითად, დანიიდან ჩასულ ადამიანებს შეხვდეს.
„ვისაც დანიიდან ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა მოუნდება, მე მხოლოდ მივესალმები. მაგრამ უნდა გითხრათ, სომალიდან ჩამოსულებთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, მოთმინების ფიალა ამევსო. მორჩა, საკმარისია. დანიელები ბევრად მირჩევნია. იტყვიან, ეს საშინელი რამ არ არისო? არა, უბრალოდ, ერთმანეთთან გულწრფელები უნდა ვიყოთ, არა?
დანიას - კი, მივიღებთ. შვედეთსაც. ნორვეგიას კი, მგონი, არა. იმიტომ, რომ ნობელის პრემია არ მომცეს, მიუხედავად იმისა, რომ ომი დავასრულე. ამიტომ ნორვეგიიდან არავინ მინდა. ნორვეგიასთან არაფერი მაკავშირებს და არც მინდა რაიმე საერთო მქონდეს.
წარმოიდგინეთ, რვა ომი მოვაგვარე და კიდევ ორის მოგვარება მელის.
სიმართლე გითხრათ, ნორვეგია დიდად არ მომწონს. გულწრფელად რომ ვთქვა, ნორვეგია საზიზღარი ქვეყანაა. სინამდვილეში, ნორვეგია უკვე ნამდვილ სანაგვედ იქცა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბართ ეიდემ განაცხადა, რომ ნობელის კომიტეტი არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო და ნორვეგიის მთავრობა მის გადაწყვეტილებებში არ ერევა, რაც ტრამპის ადმინისტრაციას მანამდეც არაერთხელ შეახსენეს.
შტატების ამჟამინდელი ლიდერისთვის ასევე გაუგებარია, რატომ გადაეცა ნობელის პრემია თეთრი სახლის 44-ე ხელმძღვანელს, ბარაკ ობამას 2009 წელს, პრეზიდენტად არჩევიდან მალევე.
