კატეგორიები

მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა

მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ერთიწლიანი დევნილობის შემდეგ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ საზოგადოებას თავად ამცნო, პლათფორმა X-ზე გამოქვეყნებული სტატუსით - „მე აქ ვართ, თქვენთან“. ერთერთი პირველი,რაც მან ვენესუელაში დაბრუნებისას გააკეთა, ქვეყნის დასავლეთით მდებარე ლარას შტატში საკვირაო მსახურებაზე დასწრება იყო,სადაც მისი არაერთი მხარდამჭერი იმყოფებოდა.

ამის შემდეგ ოპოზიციონერი კარაკასისკენ გაემართა, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მისი ქვეყანაში დაბრუნება განსაკუთრებით სასიხარულ ამბავი გამოდგა, რაზეც ქუჩებში შექმნილი ხალხმრავლობაც მეტყველებდა.სწორედ ამ მიზეზიტ იყო რომ გზას დაგეგილზე დიდი დრო დასჭირდა.

მაჩადოს ქვეყანაში ჩამოსვლას რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა უძღოდა წინ,ცნობილია,რომ ამაში მხარდაჭერა მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში აშშ-ის თეთრი
სახლის ადმინისტრაციისგანაც არ ჰქონდა, რომელმაც ნიკოლა მადუროს რეჟიმის ჩამოშლისა და პრეზიდენტის დაპატიმრების შემდეგ,ქვეყანაში დარჩენილ  ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობა შეინარჩუნა. თუმცა უკვე მოგვიანებით, საბოლოოდ დონალდ ტრამპმა მის დაბრუნებას მწვადე შუქი აუნთო. ამ საქმეში პოლიტიკოსს სწორედ აშშ-ის, პანამისა და კოლუმბიიის მთავრობები დაეხმარდნენ. მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი დეტალებში არ შედის.

„ამის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგი ქალია. მან ნობელის პრემია გადმომცა, ასე რომ, სხვა რა უნდა ვთქვა? იმედი მაქვს, რომ ის უსაფრთხოდაა. ის ძალიან კარგი ქალია. თუმცა, ვენესუელაში საქმეები ძალიან კარგად მიგვდის”- აღნისნა დონალდ ტრამპმა.

საგულისხმოა, რომ ნიკოლას მადუროს რეჟიმის მიერ დევნილი ოპოზიციონერი მარია კორინა მაჩადო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გამარვებულია, ეს ჯილდო მან დეკემბერში საკუთარი ხელით გადასცა დონალდ ტრამპ,ს, რომელსაც ასევე ჰქონდა ჯილდოს მოპოვების ამბიცია,თუმცა წარუმატებლად. ამ ჟესტით მაჩადო შეეცადა აშშ-ს  ლოიალობა მოეპოვებინა როგორც მისი ფიგურის, ისე თავად ვენესუელის მიმართ.

დაკავშირებული ამბები
მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა არჩევნებისთვის „ჯერ მზად არ არის“