მთავარისპორტიხვიჩა კვარაცხელიას დუბლი და გამარჯვება შვედეთთან

ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი და გამარჯვება შვედეთთან

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში შვედეთი 2:0 დაამარცხა.

ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ახალგაზრდა ფორვარდმა შვედების კარი 61-ე და 77-ე წუთზე აიღო.

ყველას გილოცავთ გამარჯვებას. ნამდვილად გამორჩეული იყო ჩემთვის დღევანდელი თამაში. რადგან, ორი გოლი პირველად გავიტანე როგორც გუნდურ, ისე სანაკრებო კარიერაში. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ და პირველ რიგში ვთვლი, რომ გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რადგან ასეთი მეტოქის, ასე დამარცხება არ არის იოლი და ამით უფრო გახარებული ვარ, ვიდრე გატანილი ორი გოლით”, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ.

მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის, ისინი მთელი 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ.

ბოლო ორ შეხვედრაში გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრები 7 ქულით ჯგუფში ბოლოსწინა მეოთხე ადგილზე გავიდა, შვედეთი კი პირველი ადგილისთვის ესპანეთის ნაკრებს 14 ნოემბერს დაუპირისპირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend