მთავარიევროპასომხეთიდემონსტრაციები ერევანში ‌

დემონსტრაციები ერევანში ‌

სულ უფრო იძაბება ვითარება ერევანში, სადაც უკვე მეორე დღეა მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები იმართება. ეს პროტესტი ნიკოლ ფაშინიანის ჩართულობით აზერბაიჯანთან საზღვრების დემარკაციის პროცესის დაწყებას მოჰყვა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებისას 4 სასაზღვრო სოფლის დაბრუნებაზე დათანხმდა.

დემონსტრანტებს სათავეში ჩაუდგა სომხეთის ერთ-ერთი პროვინციის, ტავუშის, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. სასულიერო პირმა თანამოაზრეებთან ერთად ტავუშის პროვინციის ერთ-ერთი სადავო სოფლიდან საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. მსვლელობა დასრულდა ერევანში ცენტრალურ მოედანზე, სადაც ათი ათასობით მოქალაქე მთავრობის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად შეიკრიბა. ექსპერტების თქმით, სომხეთში მიმდინარე დემონსტრაციების უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას.

საპროტესტო აქციების ლიდერი, სასულიერო პირი, ბაგრატ გალსტანიანი ითხოვს პრემიერ-მინისტრის გადადგომას. ამასთანავე, სომხეთის პარლამენტში წარმოდგენილმა ორმა ოპოზიციურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ შეეცდებიან პარლამენტში პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყარონ კენჭი. ექსპერტების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ სომხეთის ხელისუფლება შეწყვეტს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს საზღვრის დემარკაციის შესახებ, ისინი რუსეთის გავლენის სფეროში დარჩებიან.

სომხეთის პარლამენტის სესიაზე პროსამთავრობო დეპუტატებმა გალსტანიანი რუსეთის აგენტად გამოაცხადეს და აზერბაიჯანთან მორიგი ომის პროვოცირებაში დაადანაშაულეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend