აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა ამისთვის მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ გმობს სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ მომხდარ თავდასხმებსა და შევიწროების ფაქტებს.